იუნგანი (მდინარე)
From Wikipedia, the free encyclopedia
იუნგანი (შვედ. Ljungan) — მდინარე შვედეთში. სიგრძე 322 კმ, აუზის ფართობი — 12 851 კმ².
სწრაფი ფაქტები იუნგანი, ქვეყანა ...
იუნგანი | |
---|---|
| |
ქვეყანა |
![]() |
სიგრძე | 322 კმ |
აუზის ფართობი | 12,851.1 კმ² |
![]() |
დახურვა
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/cd/Ljungan_map.png/640px-Ljungan_map.png)
სათავეს სილანის მთებში იღებს, ნორვეგიის საზღვართან ახლოს, და ემტლანდისა და ვესტერნორლანდის ლენებში გადის. წელიწადში 6-7 თვე ყინულითაა დაფარული. ჩადის ბოტნიის ყურეში.
მდინარეზე რამდენიმე ჰიდროელექტროსადგურია. მდინარე იუნგანმა ბოლო წლებში მედიის ყურადღება მიიპყრო, რადგან 1990-იან წლებში მის აუზში ე.წ. იუნგანის ვირუსი აღმოაჩინეს.