From Wikipedia, the free encyclopedia
იულიუს ფონ კლაპროთი ან ჰაინრიხ იულიუს ფონ კლაპროთი (გერმ. Heinrich Julius von Klaproth დ. 10 მაისი, 1783, ბელფასტი — გ. 22 იანვარი ,1835) — გერმანელი ლინგვისტ-ორიენტალისტი. მისი ნათესავი იყო გერმანელი გეოლოგი ოტო ვილჰელმ ჰერმან აბიხი.
იულიუს ფონ კლაპროთი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 11 ოქტომბერი, 1783[1] [2] [3] [4] |
დაბ. ადგილი | ბერლინი |
გარდ. თარიღი | 28 აგვისტო, 1835[2] [4] (51 წლის) |
გარდ. ადგილი | პარიზი |
მოქალაქეობა | პრუსიის სამეფო |
საქმიანობა | აღმოსავლეთმცოდნე, მკვლევარი, მწერალი[5] და ისტორიკოსი |
მამა | მარტინ ჰაინრიხ კლაპროთი |
1804 წელს მიიწვია რუსეთის საიმპერატორო მეცნიერებათა აკადემიამ კავკასიაში ფილოლოგიური, ეთნოგრაფიული და ისტორიული კვლევების ჩასატარებლად. 1905 წელს იმყოფებოდა ჩინეთში, სადაც დაუმეგობრდა იან პოტოცკის. 1807-09 წლებში იმყოფებოდა კავკასიაში, აქედან 6 თვე გაატარა საქართველოში. 1808 წლის 13 იანვარს ჩავიდა თბილისში, მოიარა არაგვის, თერგის, ლიახვის, მტკვრისა და იორის ხეობები, საქართველოს სამხედრო გზა. მოზდოკიდან ხელისუფლებისგან მალულად მოიარა დიდი და მცირე ყაბარდო და ჩავიდა რაჭაში ონამდე. თბილისის ქართული საზოგადოება ყოველნაირად ეხმარებოდა მას მეცნიერულ კვლევაში, რამაც გააღიზიანა მაშინდელი მთავარმართებელი ივან გუდოვიჩი. ივნისში კლაპროთი იძულებული გახდა დაეტოვებინა თბილისი. კლაპროთის ცნობით, თბილისის მოსახლეობა, რუსთა გარნიზონისა და ჩინოვნიკების გამოკლებით, 18000 სულს შეადგენდა. დახასიათებული აქვს წყალტუბოდა მისი მინერალური წყლები. კლაპროთი იოჰან გიულდენშტედტის შემდეგ მიჩნეულია ერთ-ერთ ყველაზე სწავლულ მოგზაურად. კლაპროთმა დაიწყო ქართული ენის გრამატიკის ბეჭდვა, რაც მისი გარდაცვალების შემდეგ დაასრულა [[მარი ბროსე]მ.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.