![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/6/66/Holy_Roman_Empire_1000_map-ka.svg/langka-640px-Holy_Roman_Empire_1000_map-ka.svg.png&w=640&q=50)
იტალიის სამეფო (შუა საუკუნეები)
From Wikipedia, the free encyclopedia
იტალიის სამეფო (ლათ. Regnum Italiae ან ლათ. Regnum Italicum) ან ლომბარდიის სამეფო — შუა საუკუნეების სამეფო ჩრდილოეთ იტალიაში, არსებობდა 781 წლიდან. 951 წელს (საბოლოოდ 961 წელს) სამეფო შევიდა საღვთო რომის იმპერიის შემადგენლობაში და 1648 წლამდე მისი იმპერატორები ატარებდნენ „იტალიის მეფის“ ტიტულს.