From Wikipedia, the free encyclopedia
ისტრიის ჟუპანია (ხორვ. Istarska županija) — ჟუპანია ხორვატიის უკიდურეს დასავლეთში, ისტრიის ნახევარკუნძულზე.
ჟუპანია | |||||
---|---|---|---|---|---|
ისტრია Istarska županija | |||||
| |||||
ქვეყანა | ხორვატია | ||||
ადმ. ცენტრი | პაზინი | ||||
კოორდინატები | 45°14′21″ ჩ. გ. 13°56′19″ ა. გ. | ||||
ფართობი | 2 820 კმ² | ||||
მოსახლეობა | 208 440 კაცი (2011) | ||||
სიმჭიდროვე | 74 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | ცენტრალური ევროპის დრო და ცენტრალური ევროპის საზაფხულო დრო | ||||
სატელეფონო კოდი | +385 52 | ||||
საავტომობილო კოდი | PU | ||||
ოფიციალური საიტი | istra-istria.hr | ||||
| |||||
ჟუპანია იყოფა 10 ქალაქად და 31 მუნიციპალიტეტად.
ქალაქები
პულა
პაზინი
პორეჩი
ბუიე
ბუზეტი
ლაბინი
ნოვიგრადი
როვინი
უმაგი
ვოდნიანი
მუნიციპალიტეტები
ბალე
ბარბანი
ბრტონიგლა
ცეროვლიე
ფაჟანა
ფუნტანა
გრაჩიშჩე
გროჟნიანი
კანფანარი
კაროიბა
კაშტელირ-ლაბინცი
კრშანი
ლანიშჩე
ლიჟნიანი
ლუპოგლავი
მარჩანა
მედულინი
მოტოვუნი
ოპრტალი
პიჩანი
რაშა
სვეტა-ნედელია
სვეტი-ლოვრეჩი
სვეტი-პეტარ-უ-შუმი
სვეტვინჩენატი
ტარ-ვაბრიგა
ტინიანი
ვიშნიანი
ვიჟინადა
ვრსარი
ჟმინი
პულას ახლოს მდებარეობს ქვის ხანის გამოქვაბულები, რომლებიც რეგიონის ისტორიის მნიშვნელოვანი ძეგლებია. აღმოჩენილია ქვისა და ბრინჯაოს ხანის ნივთები, რაც ადასტურებს ამ ტერიტორიაზე ადამიანთა დასახლებების არსებობას უძველესი დროიდან.
ისტრიის ნახევარკუნძული რომაელებისათვის ცნობილი იყო, როგორც ტერრა მაგიკა. მისი დღევანდელი სახელი მომდინარეობს ილირიული ტომის, ჰისტრის სახელიდან, რომელიც, სტრაბონის ცნობით ამ რეგიონში ცხოვრობდა. მისი საბოლოო დამორჩილება რომაელებმა მხოლოდ ორი რთული საბრძოლო ლაშქრობის შედეგად შეძლეს ძვ. წ. 177 წელს.
დასავლეთ რომის იმპერიის დაცემის (476 წ.) შემდეგ ისტრია ჯერ გუთებმა, შემდეგ კი ბიზანტიელებმა დაიპყრეს. მცირე ხნით ფლობდნენ ავარებიც. VIII საუკუნის ბოლოს კი ფრანკების მფლობელობაში გადავიდა.
1267 წელს ვენეციის რესპუბლიკამ მოახდინა ნახევარკუნძულის დასავლეთი და სამხრეთი სანაპიროების ანექსია. ისტრია აქტიურად ჩაერთო იტალიურ ცხოვრებაში. სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება მისი აყვავება.
1797 წელს ნაპოლეონმა ნახევარკუნძული ვენეციის მთელ ტერიტორიასთან ერთად ავსტრიას გადასცა. 1805 წელს გადაეცა იტალიის სამეფოს, 1809 წელს კი საფრანგეთს. ვენის კონგრესმა ცნო ავსტრიის უფლებები ნახევარკუნძულზე. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ფლობდა იტალია, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იუგოსლავიის შემადგენლობაში იყო, 1991 წლიდან კი დამოუკიდებელი ხორვატიის ნაწილია.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.