ისტორიის პერიოდიზაცია
From Wikipedia, the free encyclopedia
ისტორიაში მიღებულია პერიოდიზაცია. ეს ერთ-ერთი ურთულესი სფეროა, რომელიც ისტორიკოსთა შორის იწვევს აზრთა სხვადასხვაობას. ამ დისკუსიით ცხადი ხდება, რომ ისტორია „დაუსრულებელი პოლემიკაა“. ისტორიის პირველი პერიოდიზაციის ნიშნები ანტიკურ ხანაში ჩნდება, ეს იყო ისტორიის დაყოფის პირველი გულუბრყვილო მცდელობები. ანტიკურ ხანაში საუბრობდნენ ოთხი ეპოქის შესახებ: ოქროს საუკუნე, ვერცხლის საუკუნე, ბრინჯაოს საუკუნე, რკინის საუკუნე, ამის შემდეგ ანტიკური სამყაროს რწმენით სამყაროს დასასრული იყო.