![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/e8/IMMA_north_facade_wiki.jpg/640px-IMMA_north_facade_wiki.jpg&w=640&q=50)
ირლანდიის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი
From Wikipedia, the free encyclopedia
ირლანდიის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი (ინგლ. Irish Museum of Modern Art, ირლ. Áras Nua-Ealaíne na hÉireann, IMMA) — ირლანდიის წამყვანი ეროვნული დაწესებულება, რომელიც ორიენტირებულია მოდერნისტული და თანამედროვე ხელოვნების ნიმუშების შეგროვებასა და საზოგადოებისათვის წარდგენაში. კლიმეინემში, დუბლინში მდებარე მუზეუმი ხელოვნების სხვადასხვა მიმდინარეობას დამთვალიერებლებს ექსპონატების საშუალებით აცნობს. გამოფენებზე წარმოდგენილი კოლექციები რეგულარულად იცვლება. მუზეუმი აჩვენებს როგორც საკუთარ კოლექციებს, ასევე განათლებისა და საზოგადოების განყოფილების ნამუშევრებს. მუზეუმი ასევე მიზნად ისახავს თავისი სტუდიისა და ეროვნული პროგრამების საშუალებით ხელოვნებასა და ხელოვანებზე წვდომა გაიზარდოს.
ირლანდიის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი | |
---|---|
![]() ნაგებობის ჩრდილოეთი ფასადი | |
53.343077°00′00″ ჩ. გ. 6.300037°00′00″ დ. გ. | |
დაარსდა | 1991 წლის 25 მაისს |
ქვეყანა |
![]() |
მდებარეობა | დუბლინი |
სტატუსი | თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი |
ოფიციალური საიტი | imma.ie |
![]() |
მუზეუმის მთავარ მისიას საზოგადოებაში ცნობიერების გაზრდა წარმოადგენს. ამისათვის მუზეუმში იყენებენ როგორც ინოვაციურ, ასევე ინკლუზიურ რესურსებს. მუზეუმი ფინანსდება როგორც რლანდიის ხელოვნებისა და მემკვიდრეობის სამინისტროს სუბსიდიებით (ტურიზმის, კულტურის, ხელოვნების, გელტახტის, სპორტისა და მედიის დეპარტამენტი), ასევე კერძო ინვესტიციების საშუალებით.