ირლანდიის დროებითი რესპუბლიკური არმია
From Wikipedia, the free encyclopedia
ირლანდიის დროებითი რესპუბლიკური არმია (ინგლ. Provisional Irish Republican Army, PIRA) — ირლანდიის ეროვნულ-განმათავისუფლებელი ორგანიზაცია, რომლის მიზანიც იყო დიდი ბრიტანეთისაგან ჩრდილოეთ ირლანდიის სრული დამოუკიდებლობა.
დაარსდა 1969 წელს, ირლანდიის რესპუბლიკური არმიის დაშლის შედეგად. 1972 წელს გამოაცხადა დროებით ცეცხლის შეწყვეტა, რომელიც გაგრძელდა 26 ივნისიდან 9 ივლისამდე. ორგანიზაცია ჩართული იყო 1972-1998 წლების ოპერაციებსა და ტერაქტებში, რომელიც გაიმართა ჩრდილოეთ ირლანდიასა და დიდ ბრიტანეთში.