ირანის დემოგრაფია
From Wikipedia, the free encyclopedia
XX საუკუნის მეორე ნახევარში ირანის მოსახლეობა საგრძნობლად გაიზარდა. 2016 წელს ქვეყნის მოსახლეობამ 80 მილიონს მიაღწია.[1][2] 2022 წლის მონაცემებით, ირანის მოსახლეობა 86.5 მილიონ ადამიანს შეადგენს.[3] ბოლო წლებში ირანში შობადობის მაჩვენებელი საგრძნობლად დაეცა. კვლევების თანახმად, ირანის მოსახლეობის ზრდის ტემპი ნელა გაგრძელდება და 2050 წლისთვის 100 000-ზე გამყარდება.[4][5] 2012 წელს ირანის მოსახლეობის ნახევარი 35 წელზე ახალგაზრდა.[6]
2009 წლის მონაცემებით, შინამეურნეობათა რიცხვი 15.3 მილიონს უტოლდება (4.8 ადამიანი ყოველ შინამეურნეობაზე).[7] 2012 წლის მონაცემებით, საშუალოდ ოჯახი ყოველთვიურად 11.8 მილიონ რიალს (დაახლოებით 960 აშშ დოლარი) გამოიმუშავებს.[8]
მსოფლიო ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 1990 წლიდან 2008 წლამდე პერიოდში ირანის მოსახლეობა 17.6 მილიონი ადამიანით გაიზარდა, რაც 32%-იან ზრდას უდრის.[9] 2002 წელს წერა-კითხვის ცოდნის მაჩვენებელი 80%-ს უდრიდა,[10][11] ხოლო 2016 წელს ეს მაჩვენებელი 85%-მდე გაიზარდა.[12] ერთ ქალზე შობადობის მაჩვენებელი 1.6-მდეშემცირდა, რაც თაობათა ცვლისთვის საკმარის მაჩვენებელზე (2.1 ბავშვი ერთ ქალზე) ნაკლებია.[13]