იოსებ დუმბაძე

From Wikipedia, the free encyclopedia

Remove ads

იოსებ დუმბაძე (რუს. Думбадзе Иосиф Антонович დ. 3 იანვარი, 1865, შემოქმედი — გ. უცნობია) — ქართველი სამხედრო მოღვაწე, რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი. იყო ცნობილი ლოტბარისა და მგალობლის, ანტონ დუმბაძის შვილი. მისი ძმები, სამსონი, ნიკოლოზი, მიხეილი და ივანე აგრეთვე რუსეთის არმიის გენერლები იყვნენ. მათ შორის ყველაზე ცნობილი იყო ივანე დუმბაძე, რომელიც იალტის მთავარმმართებელი იყო.

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დუმბაძე (მრავალმნიშვნელოვანი).
სწრაფი ფაქტები იოსებ დუმბაძე, ეროვნება ...

განათლება მიიღო თბილისის კადეტთა კორპუსში. სამხედრო სამსახურს შეუდგა 1882 წლის 24 აგვისტოდან. დაამთავრა მე-3 სამხედრო ალექსანდროვკის სასწავლებელი. 1884 წელს პოდპურიჩიკის წოდებით ჩაირიცხა ყარსი-ალექსანდროვკის კორპუსში. შემდეგ მიიღო პორუჩიკის (1888), შტაბსკაპიტნის (1894), კაპიტნის (1898) და პოდპოლკოვნიკის (1904) ჩინები. მონაწილეობდა 1904–1905 წლების რუსეთ-იაპონიის ომში. იყო ვლადივასტოკის ციხე-სიმაგრის პირველი საარტილერიო ბრიგადის მეთაური. ომის შემდეგ დაასრულა ოფიცერთა საარტილერიო სკოლა. 1908 წელს მიიღო პოლკოვნიკის, 1912 წელს კი გენერლის წოდება, 1914 წელს — გენერალ მაიორის წოდება.

Remove ads

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads