იოჟეფ საბო
უკრაინელი და საბჭოთა ფეხბურთელი და მწვრთნელი / From Wikipedia, the free encyclopedia
იოჟეფ საბო (უკრ. Йожеф Йожефович Сабо; უნგრ. Szabó József; რუს. Йо́жеф Йо́жефович Са́бо დ. 29 თებერვალი, 1940, უნგვარი, უნგრეთი) — უნგრული წარმოშობის უკრაინელი და საბჭოთა ფეხბურთელი და მწვრთნელი. თამაშობდა ნახევარმცველის პოზიციაზე. სხვადასხვა დროს იცავდა უჟგოროდის „სპარტაკის“, კიევის „დინამოს“, ვოროშილოვგრადის „ზარიას“, მოსკოვის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების ღირსებას. საბჭოთა კავშირის ოთხგზის (1961, 1966, 1967, 1968) ჩემპიონი და სამგზის (1960, 1965, 1969) ვიცე-ჩემპიონი, საბჭოთა კავშირის თასის ორგზის (1964, 1966) მფლობელი კიევის „დინამოს“ შემადგენლობაში. 1962 წლის ჩილეს და 1966 წლის ინგლისის მსოფლიო ჩემპიონატების მონაწილე საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1967),[1] უკრაინის დამსახურებული მწვრთნელი.[2][3]
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | იოჟეფ საბო | ||
დაბადების თარიღი | 29 თებერვალი, 1940 (1940-02-29) (84 წლის) | ||
დაბადების ადგილი |
უნგვარი, უნგრეთი (ამჟამად უჟგოროდი, უკრაინა) | ||
სიმაღლე | 175 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | ნახევარმცველი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1957 | ხიმიკი კალუში | ||
1957–1959 | სპარტაკი | 30 | (10) |
1959–1969 | დინამო კიევი | 246 | (42) |
1970 | ზარია | 27 | (6) |
1971–1972 | დინამო მოსკოვი | 44 | (3) |
ეროვნული ნაკრები | |||
1965–1972 | საბჭოთა კავშირი | 40 | (8) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
1977 | ზარია ლუგანსკი | ||
1978 | სკა კიევი | ||
1978–1979 | დნეპრი დნეპროპეტროვსკი | ||
1993–1997 | დინამო კიევი | ||
1994 | უკრაინა | ||
1996–1999 | უკრაინა | ||
2004–2005 | დინამო კიევი | ||
2007 | დინამო კიევი | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |