იონოსფერო
From Wikipedia, the free encyclopedia
იონოსფერო (თერმოსფერო) — დედამიწის ატმოსფეროს ზედა ნაწილი, რომელიც ძლიერ იონიზირებულია ატმოსფეროზე მზის ულტრაიისფერი გამოსხივებისა და კოსმოსური სხივების ზემოქმედების შედეგად. იონოსფერო შედგება ნეიტრალური ატომებისა და მოლეკულებისაგან შემდგარი აირების (ძირითადად აზოტი N2 და ჟანგბადი О2) ნარევისა და კვაზინეიტრალური (უარყოფითად დამუხტულ ნაწილაკთა რაოდენობა დაახლოებით ტოლია დადებითად დამუხტულ ნაწილაკთა რაოდენობისა) პლაზმისაგან. ატმოსფეროს იონიზიციის ხარისხი საგრძნობია უკვე 60 კმ-ის სიმაღლეზე ზღვის დონიდან და განუწყვეტლივ იზრდება სიმაღლის ზრდასთან ერთად.
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|იონოსფერო}} |
![](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/b/bf/Atmosphere_layers-ka.svg/320px-Atmosphere_layers-ka.svg.png)