From Wikipedia, the free encyclopedia
იონკერ აფრიკანერი (Jonker Afrikaaner; დ. დაახლ. 1790 — გ. 1861) — ნამას უმაღლესი ბელადი 1830 წლიდან.
თავისი შეიარაღებული ძალების მხედრობით (მან აფრიკის ისტორიაში პირველად შექმნა კავალერია) დაიმორჩილა ჰერერო და დამარა, შეიჭრა თანამედროვე ნამიბიის ტერიტორიაზე. 1840 წლისათვის იონკერ აფრიკანერის ხელისუფლება გავრცელდა თანამედროვე ნამიბიის მთელ სამხრეთ ნაწილზე და აქვე გადმოიტანა ცენტრი თანამედროვე ქალაქ ვინდჰუკის ადგილას.
იყო ჭკვიანი დიპლომატი, აქტიურად ავრცელებდა ქრისტიანობას დამორჩილებულ ხალხებში, შექმნა ძლიერი თეოკრატიული მმართველობის სახელმწიფო, ქმნიდა ჩანაწერებს ნიდერლანდურ ენაზე, რომელსაც მეცნიერები უწოდებენ ანტიკოლონიური პუბლიცისტიკის მკაფიო ნიმუშს. ჩანაწერები გამოიცა კეიპტაუნში 1929 წელს. მისი სიკვდილის შემდეგ მის მიერ შექმნილი ტომთა კავშირი, რომელსაც ზოგიერთი ისტორიკოსი „იმპერიას“ უწოდებს, დაიშალა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.