From Wikipedia, the free encyclopedia
იოკასტე ან ეპიკასტე (ძვ. ბერძნ. Ἰοκάστη) — მენეკევსის ასული, თებეს მეფის ლაიოსის მეუღლე, ოიდიპოსის დედა (შემდგომ უკვე ცოლი). იმის შიშით, რომ შვილი მოკლავდა და ტახტს წაართმევდა, ლაიოსმა ბრძანა ყრმისათვის ფეხები გაეხვრიტათ და კითერონის მთებში გადაეგდოთ. ოიდიპოსი მწყემსებმა იპოვეს და კორინთოს მეფეს პოლიბოსს მიჰგვარეს. უშვილო პოლიბოსმა ოიდიპოსი იშვილა და გაზარდა. როცა ოიდიპოსმა წინასწარმეტყველებისგან გაიგო, რომ მამას მოკლავდა და დედას ცოლად შეირთავდა, სახლიდან გაიქცა. გზად მას ერთი დიდებული შემოხვდა, რომელთანაც შეკამათება მოუვიდა და შემოაკვდა. ამის შემდეგ, ოიდიპოსი თებეში ჩავიდა და სფინქსი დაამარცხა, რის გამოც იგი თებეში გაამეფეს და ცოლად შერთეს იოკასტე — საკუთარი დედა. იოკასტეს და ოიდიპოსს ოთხი შვილი, ორი ვაჟი (ეტეოკლე და პოლინიკე) და ორი ქალიშვილი (ანტიგონე და ისმენე) შეეძინათ. როცა იოკასტემ გაიგო რომ წინასწარმეტყველება ახდა, მან თავი ჩამოიხრჩო.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.