იოვან დუჩიჩი
From Wikipedia, the free encyclopedia
იოვან დუჩიჩი (სერბ. Јован Дучић / Jovan Dučić; დ. 16 თებერვალი. 1871, ტრებინიე, ოსმალეთის იმპერია — გ. 7 აპრილი, 1943, გერი, აშშ ) — სერბული წარმოშობის ბოსნია და ჰერცეგოვინელი პოეტი, დიპლომატი და აკადემიკოსი.
იოვან დუჩიჩი | |
---|---|
სერბ. Јован Дучић | |
დაბადების თარიღი | 16 თებერვალი. 1871 |
დაბადების ადგილი | ტრებინიე, ბოსნიის ვილაიეთი, ოსმალეთის იმპერია (ამჟამინდელი ბოსნია და ჰერცეგოვინა) |
გარდაცვალების თარიღი | 7 აპრილი, 1943 (72 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | გერი, ინდიანა, აშშ |
დასაფლავებულია | St. Sava's Serbian Orthodox Seminary და Hercegovačka Gračanica[1] |
საქმიანობა | პოეტი, მწერალი, დიპლომატი |
ეროვნება | სერბი |
მოქალაქეობა |
იუგოსლავიის სამეფო ავსტრია-უნგრეთის იმპერია |
ალმა-მატერი | ჟენევის უნივერსიტეტი |
ის არის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სერბი ტექსტების მწერალი და მოდერნისტი პოეტი. დუჩიჩის პირველი ლექსების კრებული გამოიცა მოსტარში 1901 წელს, ხოლო მეორე კრებული 1908 წელს ბელგრადში. ის ხშირად წერდა პროზასაც და შექმნილი აქვს რამდენიმე ლიტერატურული ესე, მწერალთა შემოქმედების მიმოხივა, წერილები შვეიცარიელი, ბერძენი და ესპანელი მწერლებისგან. მან დაწერა წიგნი Blago cara Radovana, რომელიც მის ყველაზე ცნობილ პროზაულ ნაწარმოებს წარმოადგენს.
დუჩიჩი არის Narodna Odbrana-ს, ნაციონალისტური არასამთავრობო ორგანიზაციის დამაარსებელი, რომელიც სერბეთის სამეფოში ფუნქციონირებდა. ის ასევე იყო სერბეთის სამეფო აკადემიის (დღევანდელი სერბეთის მეცნიერებისა და ხელოვნების აკადემია) წევრი.