ინტიმურობის ნეიროანატომია
From Wikipedia, the free encyclopedia
მიუხედავად იმისა, რომ ინტიმურობა ძირითადად მხოლოდ რომანტიკული სიყვარულისა და სექსუალური ლტოლვის ტერმინების ფარგლებში განიმარტება, ინტიმურობის ნეიროანატომიის და მისი ფუნქციების სრულად აღსაქმელად საჭიროა ინტიმურ ურთიერთობაში ჩართული კომპონენტების უფრო დეტალური გააზრება. ეს კომპონენტებია: რომანტიკული სიყვარული, ვნება, მიჯაჭვულობა და სიყვერულის უარყოფა. ნეუროლოგიის უშუალოდ ამ პროცესში ჩართული ფუნქციების ანალიზი შესაძლებელია იმ ადამიანებზე დაკვირვებით, რომლებიც ინტიმური ურთიერთობის ჩამოთვლილ ეტაპთაგან ერთ-ერთზე იმყოფებიან. ამ სისტემების კვლევითი ანალიზი ინტიმურობის ბიოლოგიური საფუძვლის ადეკვატურად შეფასების საშუალებას იძლევა; უშუალოდ ნეუროლოგიური ასპექტი კი განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს იმდენად, რამდენადაც აქ შეიძლება აიხსნას ისეთი პრობლემური მოვლენების საფუძვლები, როგორებიცაა ძალადობა საყვარელი ადამიანის მიმართ ან სოციალურ ინტეგრაციასთან დაკავშირებული პრობლემები.
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|ინტიმურობის ნეიროანატომია}} |