![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/11/Investiturewoodcut.jpg/640px-Investiturewoodcut.jpg&w=640&q=50)
ინვესტიტურისათვის ბრძოლა
From Wikipedia, the free encyclopedia
ინვესტიტურისათვის ბრძოლა — მნიშვნელოვანი კონფლიქტი ეკლესიასა და საერო ძალაუფლებას შორის შუა საუკუნეების ევროპაში. XI-XII საუკუნეებში რომის პაპები ებრძოდნენ მონარქებს ეპისკოპოსებისა და აბატების დანიშვნის უფლების მოსაპოვებლად. წინააღმდეგობა გაგრძელდა დაახლოებით 50 წელი. ამ დროის განმავლობაში ნელ-ნელა სუსტდებოდა ფრანკონიული დინასტიის იმპერატორების მიერ დაარსებული საღვთო რომის იმპერიის უზენაესი ძალაუფლება. ამ დაპირისპირების შედეგად საგრძნობლად გაძლიერდნენ დიდი მთავრები და აბატები. ამან გამოუსწორებელი დარტყმა მიაყენა საღვთო რომის იმპერიის, როგორც სახელმწიფოს, ერთიანობას, რის შედეგადაც ის ვეღარ მოეგო გონს XIX საუკუნეში გერმანიის გაერთიანებამდე.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/11/Investiturewoodcut.jpg/640px-Investiturewoodcut.jpg)