ინდური პანგოლინი
From Wikipedia, the free encyclopedia
ინდური პანგოლინი, სქელკუდა პანგოლინი (Manis crassicaudata) — ძუძუმწოვარი ცხოველი პანგოლინების რიგისა. გავრცელებულია ინდოეთის სუბკონტინენტზე.[1][2] ამ ტერიტორიის ფარგლებს გარეთ პანგოლინების ეს სახეობა არ არის დამახასიათებელი. სხვა პანგოლინების მსგავსად ინდურ პანგოლინს სხეული გრძელი, რკალური ქერცლით აქვს დაფარული, რომელსაც ჯავშნად იყენებს. ისეთი მტაცებლების წინააღმდეგ, როგორიცაა ვეფხვი, პანგოლინი საკუთარი თავის დასაცავად ბურთივით მრგვალდება. შეფერილობა მერყეობს იმ მიწის ფერის შესაბამისად, როგორიც პანგოლინის გარემომცველ ბუნებაშია.[3]
ინდური პანგოლინი ჭიანჭველებითა და ტერმიტებით იკვებება. პანგოლინის კლანჭები ისეთივე გრძელია, როგორც მისი წინა კიდურები. ისინი ღამის ძუძუმწოვრები არიან და დღის განმავლობაში ღრმა სოროებში ისვენებენ.
ინდური პანგოლინები საფრთხეში მყოფი სახეობების კატეგორიას მიეკუთვნებიან, რადგანაც მათზე ხორცისა და სხეულის სხვადასხვა ნაწილისთვის ნადირობენ, რომელსაც ტრადიციულ მედიცინაში იყენებენ.