ინდონეზიის ფაუნა
From Wikipedia, the free encyclopedia
ინდონეზიის ფაუნა—გამოირჩევა მრავალფეროვნებით ტერიტორიის შთამბეჭდავი სიდიდისა და მისი ტროპიკულ არქიპელაგზე მდებარეობის გამო. ინდონეზია დაყოფილია ორ ეკოლოგიურ რეგიონად: დასავლეთ ინდონეზია, რომელზეც გავლენას ახდენს აზიის ფაუნა და აღმოსავლეთი რეგიონი, რომელიც ავსტრალაზიის გავლენის ქვეშ იმყოფება. ამ ორი რეგიონს შორის უოლესის ხაზი ერთგვარი საზღვრის ფუნქციას ასრულებს. ფაუნის უნიკალური კომბინაცია ასევე დიდწილად დამოკიდებულია ეკოსისტემების მრავალფეროვნებაზე.[1][2]