From Wikipedia, the free encyclopedia
ინდოეთის ოკეანის კუზიანი დელფინი (Sousa plumbea)— ძუძუმწოვარი ცხოველი დელფინისებრთა ოჯახისა. ბინადრობს აფრიკის სამხრეთი ნაპირებიდან ინდოჩინეთის დასავლეთ ნაპირებამდე. თავდაპირველად იმავე სახეობად თვლიდნენ ჩინურ თეთრ დელფინს (Sousa chinensis), მაგრამ 2014 წლის კვლევებმა ეს სახეობები ცალ-ცალკე გამოყო.[1]
ინდოეთის ოკეანის კუზიანი დელფინები სოციალიზებული დელფინები არიან და ჯგუფებად ცხოვრობენ, რომელშიც დაახლოებით 12 ინდივიდი შედის, თუმცა ჯგუფში წევრების რაოდენობა უფრო მაღალიც შეიძლება იყოს. იკვებებიან სციენისებრი თევზებით, თავფეხიანებითა და კიბოსნაირებით.
ინდოეთის ოკეანის კუზიანი დელფინი საფრთხეში მყოფ სახეობად ითვლება.
Sousa plumbea აფრიკის სამხრეთ სანაპიროდან ინდოჩინეთის დასავლეთ სანაპირომდე ბინადრობს, აღმოსავლეთ აფრიკის, შუა აღმოსავლეთისა და ინდოეთის სანაპირო სივრცეების ჩათვლით. მნიშვნელოვანი პოპულაციაა შემჩნეული სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, განსაკუთრებით ჩინეთის სამხრეთ სანაპიროებთან. ბოლო კვლევებმა მნიშვნელოვანი პოპულაცია შეამჩნია არაბეთის ნახევარკუნძულის სანაპიროებთან, განსაკუთრებით ომანისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების სანაპიროებთან.[2]
S. plumbea და S. chinensis ერთმანეთისგან განსხვავდება, თუმცა მათი ჰიბრიდიზაციის მაღალი უნარის გამო პოპულაციათა გადაკვეთის სივრცეებში მრავალი ჰიბრიდი იბადება. გენეტიკური ანალიზი მიუთითებს, რომ იდოჩინეთისS. chinensis-ის ნიმუშები უფრო მეტად ახლო კავშირშია S. plumbea-სთან, ვიდრე ავსტრალიის S. chinensis-სთან.
სახეობა შორეულ მიგრატორულ ქცევებს არ ავლენს.[3]
კვლევებმა ცხადყო, რომ ინდოეთის ოკეანის კუზიანი დელფინების ჰაბიტატის განმსაზღვრელი მთავარი ფაქტორი წყლის სიღრმეა. პოპულაციის უმრავლესობა წყალმარჩხ სივრცეებს ირჩევს, რომლის სიღრმეც 20 მეტრს არ აღემატება. შედეგად, ამ სახეობის დელფინების სანაპიროებისგან შორს გავრცელება სანაპიროების სპეციფიკურ ფიზიოგრაფიულ მახასიათებლებზეა დამოკიდებული.[4][5][3]
ინდოეთის ოკეანის კუზიანი დელფინები ბინადრობენ როგორც რბილდანალექ (ქვიშიან), ისე მყარდანალექიან (ქვები და მარჯნები) სანაპირო ხაზებში. ასევე ბინადრობენ ლაგუნებში, ყურეებში, მდინარეებსა და მანგროს არხებში. ჰაბიტატების ტიპების უპირატესობა ან მნიშვნელობა დამოკიდებულია გეოგრაფიულ მდებარეობაზე.[3]
ინდოეთის ოკეანის კუზიანი დელფინი საშუალო ზომის დელფინია: 2-დან 2.8 მეტრამდე სიგრძისა და 150-დან 200 კილოგრამამდე წონის. ზურგზე ცხიმოვანი კუზი აქვთ, რითიც S. chinensis-ისგან განსხვავდება, რადგანაც ამ უკანასკნელს ზურგის ფარფლი აქვს და არა - კუზი.[6]
ინდოეთის ოკეანის კუზიანი დელფინი ძირითადად ნაცრისფერია. ახალშობილებს ზურგი უფრო მუქი ნაცრისფერი აქვთ, მუცელი კი — ღია ნაცრისფერი.[7]
ინდოეთის ოკეანის კუზიანი დელფინები გარეგნულად ინდო-წყნაროკეანურ ბოთლცხვირა დელფინებს წააგავან, თუმცა ამუკანასკნელთ კუზი არ აქვთ.[6] ყველა კუზიანი დელფინი გამორჩეულია წყლის ზედაპირზე მოძრაობით: ზედაპირთან ახლოს ისინი ისე დაცურავენ, რომ როსტრუმსა და ზედაპირს შორის 30-45°-იანი კუთხე იქმნება.[6]
მდედრები სექსუალურად 9-10 წლის ასაკში მწიფდებიან, ხოლო მამაკაცები დაახლოებით 12-14 წლის ასაკში.[8] ძირითადად მაისიდან ივნისამდე მშობიარობენ, თუმცა მშობიარობა წელიწადის ნებისმიერ დროს შეუძლიათ. ორსულობის პერიოდი 101-2 თვეს გრძელდება. კვლევების თანახმად, მდედრების უმრავლესობა ერთი მშობიარობისას ერთ დელფინს აჩენს. მშობიარობებს შორის პერიოდი დაახლოებით 62 თვეა. ახალშობილებს 24 თვის განმავლობაში უვლიან.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.