ინდიანა პეისერსის სეზონები
From Wikipedia, the free encyclopedia
ინდიანა პეისერსი (ინგლ. Indiana Pacers) — პროფესიონალური საკალათბურთო კლუბი, რომელიც მდებარეობს შტატ ინდიანას ქალაქ ინდიანაპოლისის არეაში. პეისერსი მონაწილეობას იღებს ცენტრალური დივიზიონში, რომელიც აღმოსავლეთ კონფერენციას ეკუთვნის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA). პეისერსის საშინაო არენა - Bankers Life Fieldhouse, რომელსაც გუნდი WNBA გუნდთან, ინდიანა ფივერთან ერთან ინაწილებენ, რომელსაც ასევე ჰერბ სიმონი ფლობს. პეისერსმა თამაში 1967 წელს დაიწყო როგორც ამერიკის საკალათბურთო ასოციაციის (ABA) წევრი, სადაც მათ მოახერხეს 3 ჩემპიონის ტიტულის მოპოვება, რითაც ლიგაში მათი სახელი დატოვეს. 1976 წელს პეისერსი ABA-დან NBA-ში გადავიდა. პეისერსს ABA ჩემპიონობის დროს, ორჯერ MVP დასახელებული მელ დენიელსი ლიდერობდა, რომელსაც მწვრთნელის პოსტზე ბობი ლეონარდი ედგა.
1976-77 წლების სეზონი გუნდისთვის პირველი NBA სეზონი გახდა, რომელშიც პეისერსმა ნაადრევად დაიწყო არეული წარმართვა. პირველი 13 სეზონის მანძილზე, გუნდმა მხოლოდ 3-ჯერ შეძლო პლეი-ოფში გასვლა. გუნდმა ვერ შეძლო 1993-94 წლამდე პლეი-ოფის სერიის გამარჯვება, რომელიც ორლანდო მეჯიკის წინააღმდეგ იყო. ეს იყო იმ პერიოდში, როდესაც გუნდს 1987 წლის დრაფტზე აყვანილი რეჯი მილერი ლიდერობდა, რომელიც კალათბურთის დიდების დარბაზში 2012 წელს შევიდა. მილერმა პეისერსში 2005 წლამდე ითამაშა, მისი დახმარებით კი ინდიანამ ერთხელ შეძლო აღმოსავლეთ კონფერენციის ჩემპიონის ტიტულის მოგება, 4-ჯერ ცენტრალური დივიზიონის ტიტულის მოპოვება, ასევე 15-ჯერ გავიდა პლეი-ოფში.
გუნდის 45 სეზონის მანძილზე, ინდიანა პლეი-ოფში 29-ჯერ გავიდა (20 მათგანი NBA და 9-ჯერ ABA). პეისერსმა მიიღო მონაწილეობა NBA აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში 5-ჯერ, აქედან ერთხელ მოახერხა NBA ფინალში გაღწევა 2000 წელს, სადაც დამარცხებული იქნა ლოს-ანჯელეს ლეიკერსის მიერ 2-4. პეისერსი არის იმ 13 გუნდს შორის, რომელსაც არასდროს მოუგია NBA ჩემპიონის ტიტული.