From Wikipedia, the free encyclopedia
ინგულეცი (უკრ. Інгуле́ць), პატარა ინგული — მდინარე უკრაინაში, დნეპრის მარჯვენა შენაკადი. სიგრძე 549 კმ, აუზის ფართობი 13,7 ათ. კმ². სათავეს იღებს და დიდწილად მიედინება დნეპრისპირეთის მაღლობზე, ქვედა წელი შავიზღვისპირა დაბლობზეა. უპირატესად იკვებება თოვლის წყლით. საშუალო წლიური ხარჯი შესართავში 12,3 მ³/წმ. გაყინულია დეკემბრის მეორე ნახევრიდან მარტის მეორე ნახევრამდე. ძირითადი შენაკადია ვისუნი (მარჯვენა). ინგულეცის აუზშია 15 ტბა და წყალსაცავი საერთო ფართობით 9,4 კმ² და 709 ტბორი საერთო ფართობით 22,8 კმ². სანაოსნოა შესართავიდან 109 კმ მანძილზე. იყენებენ სარწყავად (ინგულეცის სარწყავი სისტემა). მდინარეზეა ქალაქები: ოლექსანდრია, კრივი-რიჰი, სნიჰურივკა.[1]
ინგულეცი უკრ. Інгуле́ць | |
---|---|
მდინარე სოფელ ციბულევოში | |
ქვეყანა | უკრაინა |
ტერიტორიული ერთეულები | კიროვოჰრადის, დნიპროპეტროვსკის, მიკოლაივისა და ხერსონის ოლქები |
ქალაქები | ოლექსანდრია, კრივი-რიჰი, სნიჰურივკა |
სათავე | 48°43′58″ ჩ. გ. 32°23′33″ ა. გ. |
შესართავი |
დნეპრი 46°41′03″ ჩ. გ. 32°48′45″ ა. გ. |
სიგრძე | 549 კმ |
აუზის ფართობი | 13,7 ათ. კმ² |
მდინარის სისტემა | დნეპრი → შავი ზღვა |
წყლის ხარჯი (საშ.) | 12,3 მ³/წმ |
— სათავე, — შესართავი | |
ინგულეცი ვიკისაწყობში |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.