![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/f/f4/Ianmcewan.jpg/640px-Ianmcewan.jpg&w=640&q=50)
იენ მაკიუენი
ბრიტანელი მწერალი / From Wikipedia, the free encyclopedia
იენ რასელ მაკიუენი (ინგლ. Ian McEwan, დ. 21 ივნისი, 1948) — ინგლისელი მწერალი და სცენარისტი, სომერსეტ მოემის, ბუკერისა და იერუსალიმის პრესტიჟული ჯილდოების მფლობელი. 2008 წელს ჟურნალმა „The Times“-მა მაკიუენი დაასახელა „1945 წლიდან 50 საუკეთესო ბრიტანელ მწერალს“ შორის, ხოლო „The Daily Telegraph“-მა მწერალს „ბრიტანულ კულტურაში 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს“ შორის მე-19 ადგილი მიანიჭა.[21]
სწრაფი ფაქტები იენ მაკიუენი, დაბადების თარიღი ...
იენ მაკიუენი | |
---|---|
ინგლ. Ian McEwan | |
![]() | |
დაბადების თარიღი | 21 ივნისი, 1948(1948-06-21)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] (75 წლის) |
დაბადების ადგილი | ოლდერშოტი[11] [12] |
საქმიანობა | მწერალი[13] [14] [15] [16] , სცენარისტი, რომანისტი, დრამატურგი, კინოპროდიუსერი[17] [18] , ავტორი[19] და კინოსცენარისტი[20] |
მოქალაქეობა |
![]() |
ალმა-მატერი | ვულვერსტონ-ჰოლის სკოლა, სასექსის უნივერსიტეტი და აღმოსავლეთ ანგლიის უნივერსიტეტი |
Magnum opus | ცემენტის ბაღი და მონანიება |
ჯილდოები | ბუკერის პრემია |
მეუღლე | ანალენა მაკაფი |
გავლენა მოახდინეს | |
საიტი | ianmcewan.com |
დახურვა
მაკიუენმა სამწერლობო კარიერა უჩვეულო სტილის გოთიკური მოთხრობების წერით დაიწყო. მისი პირველი რომანი იყო „ცემენტის ბაღი“. მწერალს ბუკერის პრემია მოუტანა რომანმა სახელწოდებით „ამსტერდამი“. საყოველთაო აღიარება მოიპოვა მისმა მომდევნო რომანმა სახელწოდებით „მონანიება“, რომლის მიხედვითაც 2007 წელს ოსკაროსანი ფილმი გადაიღეს.