რუსი და საბჭოთა ფეხბურთელი From Wikipedia, the free encyclopedia
იგორ ნეტო (რუს. И́горь Алекса́ндрович Не́тто; დ. 9 იანვარი, 1930, მოსკოვი, რსფსრ, სსრ კავშირი — გ. 30 მარტი, 1999, მოსკოვი, რუსეთი) — რუსი და საბჭოთა ფეხბურთელი, ნახევარმცველი. იცავდა მოსკოვის „სპარტაკისა“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების ღირსებას. საბჭოთა კავშირის ხუთგზის (1952, 1953, 1956, 1958, 1962) ჩემპიონი და საბჭოთა კავშირის თასის სამგზის (1950, 1958, 1963) მფლობელი მოსკოვის „სპარტაკის“ შემადგენლობაში. 1956 წლის ოლიმპიური ჩემპიონი და 1960 წლის ევროპის ჩემპიონი საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. 1958 წლის შვედეთისა და 1962 წლის ჩილეს მსოფლიო ჩემპიონატების მონაწილე. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1954).[1][2] რსფსრ დამსახურებული მწვრთნელი (1986). ლენინის ორდენისა (1957)[3] და მეგობრობის ორდენის (1995) კავალერი. საყოველთაოდ აღიარებულია ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო რუს და საბჭოთა ფეხბურთელად.[4][5]
იგორ ნეტო ევროპის თასით | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | იგორ ალექსანდრეს ძე ნეტო | ||
დაბადების თარიღი | 9 იანვარი, 1930 | ||
დაბადების ადგილი |
მოსკოვი, რსფსრ, სსრ კავშირი | ||
გარდაცვალების თარიღი | 30 მარტი, 1999 (69 წლის) | ||
გარდაცვალების ადგილი | მოსკოვი, რუსეთი | ||
სიმაღლე | 179 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | ნახევარმცველი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
სპარტაკი მოსკოვი | |||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1949–1966 | სპარტაკი | 368 | (36) |
ეროვნული ნაკრები | |||
1952–1965 | სსრ კავშირი | 54 | (4) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
1967 | ომონია | ||
1968 | შინიკი | ||
1970–1971 | ირანი | ||
1973–1975 | სპარტაკი მოსკოვი (თ.) | ||
1976–1977 | პანიონიოსი | ||
1979 | ნეფთჩი ბაქო | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
ცამეტჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში. აქედან თორმეტჯერ პირველ ნომრად.[6][7]
წყარო: «Спартак Москва. Официальная история 1922–2002»
კლუბი | წელი | ჩემპ.[8] | თასი[9] | დუბლ.[10] | ჯამში | ||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | ||
სპარტაკი მოსკოვი | 1948 | 0 | 0 | 0 | 0 | ? | 0 | ? | 0 |
1949 | 8 | 1 | ? | 0 | ? | 0 | ? | 1 | |
1950 | 36 | 2 | 4 | 0 | 0 | 0 | 40 | 2 | |
1951 | 25 | 2 | 5 | 1 | ? | 0 | ? | 3 | |
1952 | 13 | 1 | 4 | 0 | 0 | 0 | 17 | 1 | |
1953 | 21 | 1 | 2 | 0 | ? | 0 | ? | 1 | |
1954 | 15 | 1 | 2 | 0 | ? | 0 | ? | 1 | |
1955 | 21 | 6 | 2 | 0 | 0 | 0 | 23 | 6 | |
1956 | 20 | 4 | 0 | 0 | ? | 0 | ? | 4 | |
1957 | 20 | 1 | 4 | 1 | 0 | 0 | 24 | 2 | |
1958 | 20 | 0 | 4 | 1 | 0 | 0 | 24 | 1 | |
1959 | 22 | 4 | 1 | 0 | 0 | 0 | 23 | 4 | |
1960 | 24 | 2 | 0 | 0 | 0 | 0 | 24 | 2 | |
1961 | 23 | 3 | 1 | 0 | 0 | 0 | 24 | 3 | |
1962 | 23 | 1 | 0 | 0 | 0 | 0 | 23 | 1 | |
1963 | 37 | 4 | 5 | 0 | ? | 0 | ? | 4 | |
1964 | 32 | 3 | 3 | 1 | 0 | 0 | 35 | 4 | |
1965 | 4 | 0 | 2 | 0 | 0 | 0 | 6 | 0 | |
1966 | 4 | 0 | 3 | 0 | 0 | 0 | 7 | 0 | |
ჯამში | 368 | 36 | ? | 4 | ? | 0 | ? | 40 | |
1952–1965 წლებში საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავს, რომლის შემადგენლობაში 54 შეხვედრას ატარებს და 4 ბურთი გააქვს.[11]
1952 წლის 15 ივლისს მონაწილეობა მიიღო საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების პირველ ოფიციალურ შეხვედრაში ბულგარეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ (2–1).[12] ნაკრების რიგებში ჩატარებული 54 მატჩიდან 52 შეხვედრა კაპიტნის რანგში ჩაატარა.
იგორ ნეტომ მსოფლიო ჩემპიონატების 5 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.[13]
ჩემპ. | მასპინძელი | № | პოზიცია | შ | ბ | მ | ფ | წ | შედეგი |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
1958 | შვედეთი | 6 | ნახევარმცველი | 1 | 0 | 0 | 0 | 1 | |
1962 | ჩილე | 10 | ნახევარმცველი | 4 | 0 | 2 | 1 | 1 |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.