იგერუელის ბრძოლა — უდიდესი ბრძოლა ქრისტიანებსა და მუსლიმანებს შორის. გაიმართა 1431 წლის 1 ივლისს მდინარე ხენილის ნაპირებზე სოფელ იგერუელის ახლოს, გრანადის საამიროს დედაქალაქ გრანადის მახლობლად. კასტილიელების ჯარს ხელმძღვანელობდა მეფე ხუან II და მხედართმთავარი ალვარო დე ლუნა, ხოლო მუსულმანებს გრანადის სულთანი - მუჰამედ IX (ნასრიდების დინასტია).
სწრაფი ფაქტები იგერუელის ბრძოლა, თარიღი ...
დახურვა
ბრძოლა რთული და ხანგრძლივი აღმოჩნდა. ბრძოლაში გამარჯვება ესპანელებს ძვირი დაუჯდათ, მაგრამ ეს იყო მნიშვნელოვანი სტრატეგიული გამარჯვება. ხუან II-მ, როგორც გამარჯვებულმა, გრანადის საამიროს ტახტზე იუსუფ IV, მუჰამედ IX-ის შვილიშვილი დასვა. ამ ფაქტის გამო, 1431 წლიდან გრანადის საამირომ ფაქტობრივად დამოუკიდებლობა დაკარგა და ესპანეთის გვირგვინის მარიონეტად გადაიქცა, ხოლო მუსულმანური ქვეყნის უკანასკნელი ნარჩენები გრანადის ომის შედეგად განადგურდა.