![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/0/05/Jan_van_Riebeeck.jpg/640px-Jan_van_Riebeeck.jpg&w=640&q=50)
იან ვან რიბეეკი
From Wikipedia, the free encyclopedia
იოჰან ანთონისცოონ "იან" ვან რიბეეკი (Johan Anthoniszoon „Jan“ van Riebeeck; დ. 21 აპრილი, 1619 — გ. 18 იანვარი, 1677) — ნიდერლანდელი კოლონიზატორი, ქალაქ კეიპტაუნის დამაარსებელი. დაიბადა კულემბორგში (ნიდერლანდები), ექიმის ოჯახში.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/0/05/Jan_van_Riebeeck.jpg/640px-Jan_van_Riebeeck.jpg)
1639 წელს შეუერთდა ჰოლანდიის ოსტინდოეთის კომპანიას (VOC), სადაც რამდენიმე თანამდებობაზე მსახურობდა, მათ შორის ქირურგის თანაშემწედ ბატავიაში, (ისტ-ინდოეთი). მისი უდიდესი თანამდებობა ამ კომპანიაში ტონკინის (ვიეტნამი) სავაჭრო პოსტის ხელმძღვანელობა იყო. თუმცა, მოგვიანებით იგი დაითხოვეს, ვინაიდან გაირკვა, რომ იგი საკუთარი მოგებისთვის ვაჭრობდა.