![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/19/Yamantaka_Vajrabhairav.jpg/640px-Yamantaka_Vajrabhairav.jpg&w=640&q=50)
იამანტაკა
From Wikipedia, the free encyclopedia
იამანტაკა (სანს. यमान्तक Yamāntaka; (ტიბეტური)[1]; იაპონ. 大威徳明王, Daïitokumyouou (abbr. Daïitoku); (ჩინური); მონღ. Эрлэгийн Жаргагчи Erlig-jin Jarghagchi) არის მაჰაიანა ბუდიზმის ვაჯრაიანას უმაღლესი ტანტრის კლასის იშტადევატა (ტიბ: იიდამი), პოპულარული ტიბეტური ბუდიზმის გელუკის სკოლაში. იამანტაკა ითვლება მანჯუშრის, სიბრძნის ბუდდჰის, მრისხანე მანიფესტაციად, და სხვა კონტექსტში ფუნქციონირებს როგორც დჰარმაპალა.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/19/Yamantaka_Vajrabhairav.jpg/640px-Yamantaka_Vajrabhairav.jpg)
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/9/96/Daiitoku_myoo_painting.jpg/640px-Daiitoku_myoo_painting.jpg)
ჲამანტაკა არის სანსკრიტული სახელი, რომელიც შეიძლება ორ ელემენტად დაიყოს: ჲამა, სიკვდილის ღმერთის სახელი და ანტაკა — ბოლოს მომღები. ამგვარად, იამანტაკას სახელი ნიშნავს „სიკვდილის ბოლოს მომღებს“.
ბუდიზმში, „სიკვდილის ბოლოს მომღები“ ყველა ბუდათა თვისებაა, რადგან მათ შეწყვიტეს ინკარნაციის ციკლი, სამსარა. ამ კონტექსტში, იამანტაკა არის მაჰაიანას პრაქტიკოსების მიზანი ბოდჰის, გასხივოსნების მიღწევისთვის.
„ჲამანტაკა“ ან „შრი ბჰაგავან ჲამანტაკა“ (სანსკ: श्री भगवान् यमान्तक; ბრწყინვალე ღვთაება ბოლოს უღებს ჲამას) არის [შრი] ვაჯრა[მაჰა]ბჰაირავას სხვა სახელი, რომელიც ბოდჰისატვა მანჯუშრის უმაღლესი ემანაციაა. ბოდჰისატტვა მანჯუშრი, შრი ვაჯრაბჰაირავა და შრი ბჰაგავან ჲამანტაკა ერთად წარმოადგენენ [ბუდა]დჰარმაკაჲას ([გასხივოსნებული] დოქტრინის სხეული), რომელსაც ასევე ჰქვია ვაჯრადჰარა (ელვის მპყრობელი).