იამაგატის უნივერსიტეტი
უნივერსიტეტი იაპონიაში / From Wikipedia, the free encyclopedia
იამაგატის უნივერსიტეტი (იაპონ. 山形大学, Yamagata daigaku) ― ეროვნული უნივერსიტეტი იამაგატაში, იონეძავასა და ცურუოკაში, იამაგატის პრეფექტურაში.
![]() | |
დაფუძნდა | 1878 |
---|---|
ტიპი | უნივერსიტეტი და academic publisher |
ქვეყანა | იაპონია |
http://www.yamagata-u.ac.jp/ |
2016-2017 წლებში Times Higher Education-ის უნივერსიტეტების მსოფლიო რეიტინგში იამაგატის უნივერსიტეტს მსოფლიოს 980 უნივერსიტეტს შორის 600-800 პოზიცია ეკავა.[1]
Thomson Reuters-ის 2017 წლის რეიტინგში მასალათმცოდნეობის დარგში ხშირად ციტირებადი ნაშრომების ანალიზის მიხედვით იამაგატის უნივერსიტეტმა მე-10 ადგილი დაიკავა.[2][3]
იამაგატის უნივერსიტეტი 1949 წელს დაარსდა, თუმცა მისი ისტორია 1878 წელს იამაგატაში იამაგატის ნორმალური სკოლის დაარსებით იწყება. უნივერსიტეტის ისტორიასთან დაკავშირებულია იონეზავის უმაღლესი ტექნიკური სკოლა (დაარსდა 1910 წელს), იამაგატის უმაღლესი სკოლა (დაარსდა 1920 წელს), იამაგატის პრეფექტურის სოფლის მეურნეობის კოლეჯთან (დაარსდა 1947 წელს).
იამაგატის უნივერსიტეტი მეორე უდიდესი უნივერსიტეტია ტოჰოკუს რეგიონში. უნივერსიტეტს ექვსი ფაკულტეტი აქვს. 2015 წლისთვის უნივერსიტეტში 9 073 სტუდენტი სწავლობდა.[4]