იაკამბუს ეროვნული პარკი
From Wikipedia, the free encyclopedia
იაკამბუ — ეროვნული პარკი ვენესუელაში,[1] ლარას შტატში. მდებარეობს სიერა-დე-პორტუგესის სამხრეთ კალთებზე, რომელიც თავის მხრივ კორდილიერა-დე-ლოს-ანდესის შემადგენელი ნაწილია. პარკი შეიქმნა 1962 წელს, მდინარე იაკუმბუს აუზის დაცვის მიზნით, რომლის წყლებიც ხოსე-მარია-ოჩოა-პიეს წყალსაცავს ამარაგებს. რეზერვუარის მნიშვნელობა სასიცოცხლოდ დიდია ქალაქ ბარკისიმეტოს წყალმომარაგებასა და კიბორის მშრალი ველების ეკონომიკური განვითარებისთვის, სადაც დაცულ მიწას სასოფლო-სამეურნეო მიზნებისთვის იყენებენ.
იაკამბუს ეროვნული პარკი
Parque Nacional Yacambú | |
---|---|
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი) | |
მდებარეობა | ვენესუელა |
უახლოესი ქალაქი | ბარკისიმეტო |
კოორდინატები | 9°38′ ს. გ. 69°40′ დ. გ. |
ფართობი | 146 კმ² |
დაარსდა | 1962 |
მმართველი ორგანო | ვენესუელის პარკების ეროვნული ინსტიტუტი |
პარკის ზემო ნაწილში წარმოდგენილია ნოტიო ტროპიკული ტყეების მცენარეულობა, მათ შორისაა ორქიდეების 60 სახეობა, ქვეყანაში სულ არსებულის 14 %. ცხოველთაგან გავრცელებულია ღრიალა მაიმუნი, ირემი, დათვი მელერო და ა. შ. მრავლადაა ასევე ფრინველები და გველები.