From Wikipedia, the free encyclopedia
იაგუარი (ლათ. Panthera onca) — მტაცებელი ძუძუმწოვარი კატისებრთა ოჯახის, პანტერათა გვარის წარმომადგენელი . მისი სხეულის სიგრძე 2 მ, წონა 140 კგ აღწევს. აქვს მასიური, მოქნილი სხეული, მოკლე ფეხები, ფართო, ძლიერბრჭყალებიანი თათები. ფერად მოწითალო-ყვითელია, თან შავი რგოლები და ხალები აქვს, ზოგჯერ შავიც გვხვდება. იაგუარი გავრცელებულია ჩრდილოეთ, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში. ბინადრობს ხშირ, ტენიან ტროპიკულ და სუბტროპიკულ ტყეეებში, უპირატესობას ანიჭებს მდინარეთა სანაპიროებს. კარგად დაცოცავს ხეებზე და ცურავს. იკვებება ჩლიქოსნებით (ტაპირი, ირემი, პეკარი), მღრღნელებით, თევზებით, ჭამს აგრეთვე კუს და მის კვერცხებს, ზოგჯერ თავს ესხმის შინაურ საქონელსაც. მაკეობა 3,5 თვე გრძელდება, შობს 4-მდე ბოკვერს. აქვს მცირე სარეწაო მნიშვნელობა (იყენებენ ტყავს).
იაგუარი | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Panthera onca | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
საფრთხესთან ახლოს მყოფი IUCN 3.1 Near Threatened : 15953 | |||||||||||||||
გავრცელება | |||||||||||||||
ამჟამინდელი გავრცელების არეალი ისტორიული გავრცელების არეალი | |||||||||||||||
|
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.