From Wikipedia, the free encyclopedia
თუშური ცხვარი — ნახევრად დუმიანი ცხვრის ჯიში. გამოყვანილია აღმოსავლეთ საქართველოს მომთაბარე მეურნეობის პირობებში მრავალწლიანი ხალხური სელექციით (XIII-XIV სს.) ძვ. ქართული ცხვრების შეჯვარებით სხვა უხეშმატყლიან ჯიშებთან. თუშური ცხვარი კომპაქტურია, მაგარი კონსტიტუციისაა, იტანს დიდ მანძილზე გადარეკვას, კარგად იკვებება მეჩხერ საძოვრებზე, კვების გაუმჯობესებით მკვეთრად მატულობს მისი მეხორცული და სამატყკლე პროდუქტიულობა. ადრე მწიფდება, ნაკლებნაყოფიერია, აქვს მაღალი ხარისხის ხორცი და თეთრი, დრეკადი, ელასტიკური მბზინავი მატყლი, რომლისგანაც ქსოვენ უმაღლესი ხარისხის ხალიჩებს. თუშური ცხვრის ცოცხალი მასა: ერკემლისა 56-80 კგ, უდიდესი 90 კგ-მდე, ნერბისა 41-42 კგ. უდიდესი 60 კგ-მდე. წელიწადში ორჯერ პარსავენ. ერკემლის ნაპარსია 3-4 კგ, უდიდესი 5,5 კგ-მდე. მატყლის კულულის სიგრძეა 11-17 სმ, უდიდესი 31 სმ.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.