![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/ka/thumb/d/d9/%25E1%2583%25A1%25E1%2583%2590%25E1%2583%259B%25E1%2583%25AE%25E1%2583%2594%25E1%2583%2593%25E1%2583%25A0%25E1%2583%259D_%25E1%2583%2592%25E1%2583%2590%25E1%2583%2593%25E1%2583%2590%25E1%2583%25A2%25E1%2583%25A0%25E1%2583%2598%25E1%2583%2590%25E1%2583%259A%25E1%2583%2594%25E1%2583%2591%25E1%2583%2598%25E1%2583%25A1_%25E1%2583%259B%25E1%2583%25AA%25E1%2583%2593%25E1%2583%2594%25E1%2583%259A%25E1%2583%259D%25E1%2583%2591%25E1%2583%2590.png/640px-%25E1%2583%25A1%25E1%2583%2590%25E1%2583%259B%25E1%2583%25AE%25E1%2583%2594%25E1%2583%2593%25E1%2583%25A0%25E1%2583%259D_%25E1%2583%2592%25E1%2583%2590%25E1%2583%2593%25E1%2583%2590%25E1%2583%25A2%25E1%2583%25A0%25E1%2583%2598%25E1%2583%2590%25E1%2583%259A%25E1%2583%2594%25E1%2583%2591%25E1%2583%2598%25E1%2583%25A1_%25E1%2583%259B%25E1%2583%25AA%25E1%2583%2593%25E1%2583%2594%25E1%2583%259A%25E1%2583%259D%25E1%2583%2591%25E1%2583%2590.png&w=640&q=50)
თურქეთის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა (2016)
From Wikipedia, the free encyclopedia
სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა თურქეთში, 2016 წლის 15 ივლისის ღამის 10 საათზე დაიწყო, როდესაც თურქეთის შეიარაღებული ძალების ნაწილმა მძიმე ტექნიკის გამოყენებით გადაკეტეს ბოსფორის ხიდი. გავრცელებული ინფორმაციით, საბოლოო ჯამში, გადატრიალება ვერ მოხერხდა. წარუმატებელი სახელმწიფო გადატრიალება იყო მიმართული თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის და მისი მთავრობის წინააღმდეგ. სატელევიზიო გამოსვლაში პასუხისმგებლობა გადატრიალებაზე აიღო თურქეთის მშვიდობის საბჭომ. გადატრიალების მცდელობის დროს მინიმუმ 290 ადამიანი დაიღუპა და ათასზე მეტი დაიჭრა. ანკარაში, დაიბომბა თურქეთის პარლამენტი და პრეზიდენტის სასახლე.[18] სროლის ხმა ისმოდა ასევე სტამბოლის და ანკარის აეროპორტების ახლოს.
თურქეთის სამხედრო გადატრიალების მცდელობა (2016) 2016 Türkiye askerî darbe girişimi | |||
---|---|---|---|
![]() თშძ-ის ვებ-გვერდის მთავარი გვერდი. | |||
თარიღი | 15 - 16 ივლისი 2016 წელი | ||
მდებარეობა |
ანკარა, სტამბოლი, მარმარისი[1], მალათია[2][3] ![]() | ||
შედეგი |
გადატრიალება ჩაიშალა[4]
| ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
დანაკარგები | |||
| |||
| |||
![]() |
რეაქციები გადატრიალების მცდელობაზე მეტწილად იყო გადატრიალების წინააღმდეგ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო დონეზეც. თურქეთის ძირითადმა ოპოზიციური პარტიებმა დაგმეს გადატრიალების მცდელობა, ხოლო რამდენიმე საერთაშორისო ლიდერმა, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ნატოს გენერალური მდივანი და ევროკავშირის მაღალჩინოსნები, მოუწოდეს დემოკრატიული ინსტიტუტების და მისი არჩეული ოფიციალური პირების პატივისცემისკენ.[19] გაეროს უშიშროების საბჭომ განცხადებაში დაგმო გადატრიალების მცდელობა.[20]
მოქმედმა ხელისუფლებამ სწრაფად განაცხადა მეამბოხეების მარცხი და დაიწყო ამ გადატრიალების მცდელობაში ჩართული პირების გამოძიება. პირველი ოფიციალური რეაქცია დაფიქსირდა პრემიერ-მინისტრ ბინალი ილდირიმისგან, რომელმაც 16 ივლისს, დღის პირველ საათზე, მედიასთან განცხადებაში აღნიშნა, რომ სიტუაცია „მთლიანად ხელისუფლების კონტროლის ქვეშაა“. ამას მოჰყვა მასობრივი დაპატიმრებები, სადაც დააკავეს მინიმუმ 6000 ადამიანი, მათ შორის მინიმუმ 2 839 ჯარისკაცი და 2 745 მოსამართლე.[21][22][23] გადატრიალების მცდელობის გამო, პრეზიდენტ ერდოღანმა დაადანაშაულა ჯარისკაცები, რომლებიც ფეთჰულაჰ გიულენის მოძრაობასთან არიან დაკავშირებულნი, რომელიც თურქეთის მთავრობამ გამოაცხადა, როგორც ტერორისტული ორგანიზაცია სახელწოდებით „Feto“, თუმცა, მოძრაობის სულიერმა ლიდერმა და აშშ-ში გადასახლებულმა სასულიერო პირმა ფეთჰულაჰ გიულენმა, დაგმო გადატრიალების მცდელობა და უარყო რაიმე კავშირი მასთან,[24] ხოლო საპასუხოდ დაადანაშაულა ერდოღანი, როგორც გადატრიალების შესაძლო დამკვეთი.[25][26][27]