From Wikipedia, the free encyclopedia
გერმანიის თურქები — გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკაში მცხოვრები თურქული ეროვნების პირები, რომლებიც ამ ფედერაციული რესპულიკის ტერიტორიაზე ცხოვრობენ, ან აქვთ ამ ქვეყნის მოქალაქის ოფიციალური სტატუსი, ან პირადი, ან სხვადასხვა ოჯახური პირობების გამო წლების განმავლობაში ცხოვრობენ ე.წ. დროებითი სტატუსით.
გერმანიის თურქობა ყველაზე დიდ ეთნო-კულტურულ ჯგუფს წარმოადგენენ გერმანიაში. ეკონომიკური სასწაულის წლებში გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მუშა ხელის ნაკლებობა შეიქნა. გერმანიამ დაქირავების შეთანხმებათა საფუძველზე ხელშეკრულებები გააფორმა იტალიასთან (1955 წელს), ესპანეთთან და საბერძნეთთან (1960 წელს), ხოლო ბოლოს მსგავსსავე ხელშეკრულებაზე 1961 წელს მოაწერა ხელი თურქეთის რესპუბლიკასთან. თავდაპირველად არ იყო ჯეროვნად გააზრებული, რომ ეს მუშები გერმანიაში მოგვიანებით თავიანთ ცოლ-შვილს ჩამოიყვანდნენ და საცხოვრებლად საბოლოოდაც აქვე დარჩებოდნენ. დღესდღეობით ისეთი სიტუაციაა შექმნილი, რომ არათუ ოჯახები, არამედ ახლო ნათესავებიც ჩამოდიან აქ და ქორწინდებიან ძირითადად თავიანთი ეროვნების ხალხზე და ამგვარად ამგვარად მრავლდებიან თავიანთ მიკრო-კულტურულ გარემოში. სწორედ ამ მიზეზის გამო გერმანიის თურქობა ერთ-ერთ ყველაზე საყურადღებო დემოგრაფიულ ფაქტორადაა ქცეული.
ბოლო 40 წლის განმავლობაში, თურქეთიდან გერმანიაში დაახლოებით 3 მილიონი ადამიანი გადასახლდა. ამ უმცირესობას, რომელიც თავს იჩენს როგორც კულტურის, ასევე ეკონომიკურ სფეროში, უწოდებენ გერმანელ თურქებს, ემიგრანტებს ან გერმანელებს, რომელთა გამოყენება აღარ არის ჩვეულებრივი. ევროპაში თურქები ან ზოგადად ევროპელი თურქები არიან ადამიანები, რომლებიც თურქეთიდან ევროპაში გადასახლდნენ.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.