თრიალეთის ვერცხლის თასი
From Wikipedia, the free encyclopedia
თრიალეთის ვერცხლის თასი — ვერცხლის თასი, რომელიც აღმოჩენილია XX საუკუნის 30-40-იან წლებში თრიალეთში არქეოლოგიური გათხრებისას, ერთ-ერთ ყორღანზე.
თასზე ჭედური წესით შესრულებულია სარიტუალო მსვლელობა, რომელიც წმინდა სასმელის გამოყენებით მიმდინარეობს და ფაქტობრივად ძვ. წ. XVIII-XVII საუკუნეების ქართველთა უძველესი წინაპრების საკულტო და სამეურნეო ურთიერთობაზე მეტად საინტერესო მინიშნებებს შეიცავს.
თრიალეთის თასთან დაკავშირებით მისი საწესო და საკულტო დანიშნულების შესახებ უამრავი მოსაზრებაა გამოთქმული, გამოკვეთილად დომინირებს ერთი აზრი, რომ აქ საქმე გვაქვს მთავარი ღვთაებისადმი წმინდა სასმელის შეწირვის რიტუალთან.