თორი
From Wikipedia, the free encyclopedia
თორი — საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე, ისტორიული მესხეთის ნაწილი. როგორც ცნობილია, სამცხე იწყებოდა ტაშისკარიდან. იგი მოიცავს გუჯარეთისა და შავწყალას ხეობებს და მტკვრის ორივე ნაპირს ტაშისკარიდან დვირამდე. სახელწოდება წარმოდგება დაბა თორისგან. შუა ფეოდალურ ხანაში თორი ცალკე სადროშო იყო, რომელსაც სათავეში ედგა თორელთა საგვარეულო. შემდგომში იგი ათაბაგების გამგებლობაში შედიოდა, XVI საუკუნეში ოსმალებმა დაიპყრეს. XVII-XVIII სს-ში თორი ქართლის სამეფომ დაიბრუნა.
![]() |
ტერმინს „თორი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ თორი (მრავალმნიშვნელოვანი). |
სწრაფი ფაქტები თორი, კუთხის ცენტრი ...
თორი | |
---|---|
სლესა | |
![]() | |
კუთხის ცენტრი | ბორჯომი |
ქვეყანა | საქართველო |
რეგიონი | სამცხე-ჯავახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | 1 |
მოსახლეობის რაოდენობა | 1013 |
![]() | |
დახურვა
თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით თორი მოიცავს სამცხე-ჯავახეთის მხარის ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიას.