თოვლი (გალაკტიონ ტაბიძე)
From Wikipedia, the free encyclopedia
„თოვლი“ — გალაკტიონ ტაბიძის პოეზიაში სიმბოლისტური ლიტერატურული პრინციპების გავლენით შექმნილი ერთ-ერთი ლექსი, რომელიც დათარიღებულია 1916 წლით. იგი რომანტიკული სიყვარულით შთაგონებული პოეტური ნაშრომია. ესაა სიყვარულის ძლიერი გრძნობით განათებული ლირიკული გმირის აღსარება სატრფოს წარმოსახვითი აჩრდილის წინაშე, დიდი სიტყვიერი ხელოვნებითა და ღრმა ფსიქოლოგიზმით წარმოჩენა იმ წმინდა გრძნობისა, რომელიც ლირიკული გმირისთვის ცხოვრების საზრისად და ამქვეყნიური არსებობის ყველაზე დიდ მიზანსწრაფად ქცეულა.