From Wikipedia, the free encyclopedia
თიჰამა — არაბეთის ნახევარკუნძულის ვიწრო, სანაპირო რეგიონი წითელ ზღვაზე. ამჟამად ის საუდის არაბეთისა და იემენის შემადგენლობაში შედის. ფართო გაგებით, თიმაჰა წარმოადგენს მთელს სანაპირო ზოლს დაწყებულს აკაბის ყურედან, დამთავრებულს ბაბ–ელ–მანდების სრუტესთან, მაგრამ უფრო ხშირად ამ სახელით მხოლოდ ამ ტერიტორიის სამხრეთ ნახევარს მოიხსენიებენ.
შედგება ქვიშის დიუნებისა და ვაკეებისგან, რომლებიც საკმაოდ მშრალია, ამიტომ რეგიონში მხოლოდ რამდენიმე ოაზისი მდებარეობს. რეგიონი მოიცავს მნიშვნელოვან ურბანულ ცენტრებს: ჰოდეიდა, მოჩა, ზაბიდი – იემენში და ჯიზანი, ალ–კუნფუდჰა და ალ–ლითი საუდის არაბეთში.
ბოლო დროს, თიჰამას სამ რეგიონად ყოფენ: ჩრდილოეთი ნაწილი, შუა ნაწილი და სამხრეთი ნაწილი. შუა და სამხრეთი ნაწილები მიეკუთვნება არაბეთის ნახევარკუნლის სანაპირო ნისლიან უდაბნოს ეკორეგიონს.
თიჰამაში ტემპერატურა ერთ–ერთი ყველაზე მაღალია მთელს დედამიწაზე. ნორმალური ზაფხულის დღის ტემპერატურა 43°C–ია, ტენიანობა 40-60%. ასეთ პირობებთან შეგუება მხოლოდ ადგილობრივებს შეუძლიათ.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.