თიროზინკინაზული რეცეპტორები
From Wikipedia, the free encyclopedia
თიროზინკინაზულ რეცეპტორებს შეუძლია ერთზე მეტი სასიგნალო გზის მყისვე ჩართვა, ისინი უჯრედს ეხმარებიან ზრდისა და გამრავლების პროცესების მრავალი ასპექტის რეგულაციასა და კოორდინაციაში. ამ რეცეპტორთა კლასი არის პლაზმური მემბრანის რეცეპტორების ერთ-ერთი ძირითადი კლასი, რომლებიც ფერმენტული აქტივობით ხასიათდებიან. კინაზა არის ფერმენტი, რომელიც ფოსფატის ჯგუფების გადატანას ახდენს. რეცეპტორის ციტოპლაზმური ნაწილი მოქმედებს როგორც თიროზინკინაზა, ფერმენტი, რომელსაც ფოსფატის ჯგუფი ატფ-დან გადააქვს სუბსტრატის მოლეკულის ამინომჟავა თიროზინზე. ასე რომ, თიროზინკინაზული რეცეპტორები, მემბრაზნული რეცეპტორებია, რომლებიც ფოსფატს ამაგრებენ თიროზინებზე.
ერთ თიროზინკინაზულ რეცეპტორის კომპლექსს შეუძლია გააქტივოს ათი ან მეტი განსხვავებული გადამცემი გზა და უჯრედული პასუხი. ერთი ლიგანდის დაკავშირებით მრავალი გზის ჩართვის უნარი არის არსებითი განსხვავება თიროზინკინაზულ და G-ცილასთან დაკავშირებულ რეცეპტორებს შორის. არანორმული თიროზინკინაზული რეცეპტორები, რომლებიც სასიგნალო მოლეკულის არარსებობის დროსაც კი ფუნქციონირებენ, მონაწილეობას ღებულობენ ზოგიერთი ტიპის კიბოს განვითარებაში.