![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/d/d2/Themisto.jpg/640px-Themisto.jpg&w=640&q=50)
თემისტო (თანამგზავრი)
From Wikipedia, the free encyclopedia
თემისტო, იუპიტერ XVIII (ძვ. ბერძნ. Θεμιστώ) — პლანეტა იუპიტერის ბუნებრივი თანამგზავრი. აღმოჩენილია 1975 წელს, ხოლო განმეორებით — 2000 წელს. სახელწოდება მომდინარეობს ბერძნული მითოლოგიის მდინარის ღმერთის ინახის ქალიშვილის თემისტოს სახელიდან.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/d/d2/Themisto.jpg/320px-Themisto.jpg)
თემისტო პირველად აღმოაჩინეს ჩარლზ კოვალმა და ელიზაბეტ რომერმა 1975 წლის 30 სექტემბერს და აღმოჩენის შესახებ მოხსენებული იქნა 1975 წლის 3 ოქტომბერს[1]. თანამგზავრს მიენიჭა დროებითი სახელწოდება S/1975 J 1. თუმცა, დაკვირვებები არ იყო საკმარისი ორბიტის გამოსათვლელად და შემდგომში თანამგზავრი დაიკარგა. შემდეგ, 2000 წელს, აშკარად ახალი თანამგზავრი აღმოაჩინეს სკოტ შეპარდმა, დევიდ ჯუიტმა, იანგა ფერნანდესმა და ევგენი მაგნიერმა და დროებით დასახელდა S/2000 J 1[2]. მალევე დადასტურდა, რომ ახლად აღმოჩენილი ობიექტი შეესაბამებოდა 1975 წელს აღმოჩენილს[3].
შესაბამისი სახელი მიენიჭა 2002 წლის 22 ოქტომბერს[4].