From Wikipedia, the free encyclopedia
თელავის მუნიციპალიტეტის გერბი — თელავის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო სიმბოლო დროშასთან ერთად. მიღებულია თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.
დეტალები | |
---|---|
დამტკიცდა | 2016 წლის 20 აპრილს[1] |
გვირგვინი | სამკოშკიანი ქონგურებიანი საქალაქო ვერცხლის გვირგვინი |
ფარი | ზემოდან ქვემოთ გაკვეთილია ორ ნაწილად, ტალღოვანი სამი ვერცხლის ყაბიწით. ფარის პირველ ნაწილში მეწამული ველის ცენტრში მოთავსებულია ოქროს ქვევრი. ფარის მეორე ლაჟვარდის ველზე გამოსახულია ორი ოქროს მტევანი და ვაზის ორი ოქროს ფოთოლი. |
ფარმჭერები | ვერცხლ-მეწამული ბაფთა |
დევიზი | თელავი |
2014 წელს თელავის მუნიციპალიტეტი ორ ადმინისტრაციულ ერთეულად: თვითმმართველ ქალაქ თელავად და თვითმმართველ თემ თელავის მუნიციპალიტეტად გაიყო. ახალი გერბებისა და დროშების შესაქმნელად გამოცხადებულ ჰერალდიკის კონკურსში გამარჯვებული გერბი 2016 წლის 20 აპრილს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №11 დადგენილებით დამტკიცდა.[1]
გერბის ფარი ზემოდან ქვემოთ გაკვეთილია ორ ნაწილად, ტალღოვანი სამი ვერცხლის ყაბიწით.
გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია კარიბჭით. ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია დევიზი „თელავი“.
გერბის ფარი გადაკვეთილია და ზემოთ გაკვეთილი.
გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი — სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია ჭიშკრით.
ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი — „თელავი“.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.