From Wikipedia, the free encyclopedia
თეთრი პრინცესა (ინგლ. The White Princess) — 2017 წელს გამოსული ბრიტანულ-ამერიკული ისტორიული მინისერიალი, რომელიც ეფუძნება ფილიპა გრეგორის ამავე სახელწოდების ნოველას და მოგვითხრობს ჰენრი VII-ის მმართველობის დასაწყისში ინგლისის სამეფო კარზე მიმდინარე მოვლენების შესახებ. იგი წარმოადგენს 2013 წელს გამოსული სერიალის, „თეთრი დედოფლის“ გაგრძელებას და 2019 წელს გამოსული სერიალის, „ესპანელი პრინცესის“ წინამორბედს. ფილიპა გრეგორის ნოველებზე დაფუძნებული სერიალების ეს ტრილოგია საერთო ჯამში მოგვითხრობს XV საუკუნის მეორე ნახევრისა და XVI საუკუნის დასაწყისის ინგლისის ისტორიას. სერიალის მთავარი გმირები არიან მეფე ჰენრი VII, დედოფალი ელისაბედ იორკელი და მათთან დაახლოებული პირები.
თეთრი პრინცესა | |
---|---|
ჟანრი |
ისტორიული დრამა |
ავტორი |
ემა ფროსტი სარა დოლარდი ლორენ მაკლოგლენი ემი რობერტსი ელის ნატერი სარა ფელფსი |
ეფუძნება | ფილიპა გრეგორის ნოველებს: „თეთრი პრინცესა“ და „მეფის წყევლა“ |
რეჟისორი |
ჯეიმი პეინი ალექს კოლიმნიოსი |
მონაწილეობენ |
ჯოდი კომერი რებეკა ბენსონი ჯეიკობ კოლინს-ლევი კენეთ კრანჰემი იზი დეივისი როსი დე პალმა რიჩარდ დილანი ანტონი ფლანგანი პატრიკ გიბსონი კაროლინ გუდოლი ემი მენსონი ადრიან როულინსი ვინსენტ რეგანი სუკი უოტერჰაუსი ჯოან უოეი ენდრიუ უიპი მიშელ ფეირლი |
ქვეყანა |
გაერთიანებული სამეფო აშშ |
ენა | ინგლისური |
სეზონი | 1 |
სერია | 8 |
წარმოება | |
ხანგრძლივობა | 60 წუთი |
ეთერში | 16 აპრილი, 2017 — 4 ივნისი, 2017 |
ქრონოლოგია | |
წინა | თეთრი დედოფალი |
შემდეგი | ესპანელი პრინცესა |
რესურსები ინტერნეტში | |
საიტი |
სერიალის სიუჟეტი 1485 წლიდან იწყება და იგი პირდაპირი გაგრძელებაა სერიალისა „თეთრი დედოფალი“, რომელშიც მოთხრობილია ვარდების ომის პერიოდის ინგლისის სამეფო კარზე მიმდინარე მოვლენები. უკვე სერიალში „თეთრი პრინცესა“ ვარდების ომი დასრულებულია, ტახტზე ჰენრი VII ზის ტიუდორების დინასტიიდან, თუმცა მისი მმართველობა არამყარია, რამეთუ იგი ტახტის მემკვიდრე არ ყოფილა და მას მხოლოდ მეფე რიჩარდის დამხობის შემდეგ დაეპატრონა. ამის გამო ჰენრის დედას, ლედი მარგარეტს სურს თავისი ერთადერთი ვაჟი დააქორწინოს განსვენებული მეფე ედუარდის ასულსა და მეფე რიჩარდის ძმისწულზე, პრინცესა ელისაბედ იორკელზე, რათა იორკთა მომხრეები ასე გადაიბიროს, თუმცა პრობლემას ის წარმოადგენს, რომ ელისაბედსა და ჰენრის ერთმანეთი სძულთ. ჰენრი ცდილობს თავიდან აიცილოს მასზე ქორწინება და მზადაა ცოლად თუნდაც მისი და, პრინცესა სესილი შეირთოს, თუმცა სამეფო საბჭოსგან უარს იღებს.
მიუხედავად მათი სურვილისა, ელისაბედი და ჰენრი ქორწინდებიან, სულ მალე კი დედოფალი ორსულდება. ამის პარალელურად ელისაბედის დედა, ქვრივი დედოფალი ელიზაბეთი ცდილობს ინტრიგების წყალობით ტახტი იორკებს დაუბრუნოს. მისი მეოხებით როდესაც ჰენრი და დედამისი იორკში იმყოფებოდნენ მთელი ქალაქი აჯანყდა და მეფე სიკვდილს ძლივს გადაურჩა. ამისშემდეგ ჰენრი თავის სიდედრს მონასტერში გზავნის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ, მაგრამ იგი მაინც ახერხებს წერილების გაგზავნას თავის მულთან, ბურგუნდიის ჰერცოგინია მარგარეტ იორკელთან და მას დახმარებას სთხოვს. მარგარეტი თავიდან ცდილობს ტიუდორების მხარე დაიჭიროს და მშვიდობა შეინარჩუნოს, მაგრამ მას შემდეგ, რაც ინგლისის ელჩის დაუდევრობით მისი ერთადერთი გერი, მარია ბურგუნდიელი იღუპება, მარგარეტი იორკების მხარეს გადადის და შეთქმულების მზადებას იწყებს. იმავდროულად, ელისაბედ იორკელი პირველ ვაჟს, არტურს აჩენს. ამის შემდეგ იწყება მეფე-დედოფლის დაახლოვება, რის გამოც ელისაბედი აღარ ერთვება იორკების შეთქმულებებში.
ამ ყველაფრის შემდეგ ინგლისში მარგარეტ იორკელის ჯარები იჭრებიან, თუმცა მათ ტიუდორები ამარცხებენ და ირკვევა, რომ ბიჭი, რომელიც თავს ედუარდ IV-ის ძმისწულ ტედი პლანტაგენეტად ასაღებდა, სინამდვილეში ფლამანდიელი გლეხი იყო, თუმცა იორკები ამით არ დანებებულან. მოგვიანებით ირკვევა, რომ დედოფალმა ელიზაბეთმა თავისი ერთ-ერთი ძის, რიჩარდის გადამალვა და ქვეყნიდან გაპარება მოახერხა. მას ელიზაბეთის დავალებით მარგარეტი პოულობს, თავისთან იფარებს და ახალი ამბოხისათვის ემზადება. ვინაიდან ბევრმა დაიჯერა, რომ იგი ნამდვილად რიჩარდ იორკელი იყო, მეფე ჰენრი ბურგუნდიაში აგზავნის თავისი ცოლის ბიძაშვილ მარგარეტ პლანტაგენეტს, რათა იცნოს, ნამდვილად ისაა თუ არა. მარგარეტის განცხადებით იგი თვითმარქვია იყო, თუმცა ევროპელი მონარქები ბურგუნდიის მხარეს გადავიდნენ. მალევე შოტლანდიის მეფემ რიჩარდს ცოლად თავისი ბიძაშვილი კეტი გორდონი შერთო და ჯარებიც გაუგზავნა, თუმცა იორკები ამჯერადაც დამარცხდნენ. რიჩარდ იორკელი ტიუდორების ტყვეობაში აღმოჩნდა, თუმცა ხალხის ნაწილი კვლავ მას ემხრობოდა, ამიტომაც ჰენრიმ და ელისაბედმა მოკავშირეების ძებნა დაიწყეს.
ინგლისის მეფე-დედოფალი თავად ეახლნენ ესპანეთის დედოფალ ისაბელ I-სა და მის ქმარს, მეფე ფერდინანდ II-ს და სთხოვეს მათი ქალიშვილის, კატალინას ხელი, ინგლის-ესპანეთის ალიანსის დასტურად, თუმცა ისაბელმა მათ ქორწინებაზე უარი უთხრა, მანამ სანამ ინგლისის ტახტს მხოლოდ ერთი მემკვიდრე არ ეყოლებოდა. ინგლისში დაბრუნებულ ელისაბედსა და ჰენრის უწევთ შოტლანდიელების შემოჭრის (ისინი რიჩარდის და კეტის გამოხსნას ცდილობდნენ) მოგერიება, რამაც ჰენრის მოთმინების ფიალა აუვსო და გადაწყვიტა რიჩარდის სიკვდილით დასჯა. მაგრამ მანამდე ელისაბედს სთხოვა დაედასტურებინა, რომ იგი ნამდვილად თვითმარქვია იყო და არა პრინცი რიჩარდი, ცოლისაგან დასტურის მიღების შემდეგ კი ჰენრი თავს ჰკვეთს რიჩარდსაც და ელისაბედის ბიძაშვილსაც, უორვიკის გრაფ ტედისაც. ვინაიდან იორკების დინასტიას მამაკაცი მემკვიდრე აღარ ჰყავდა, მარგარეტ იორკელმაც ფარ-ხმალი დაყარა და უკან, ბურგუნდიაში დაბრუნდა.
სერიალ „თეთრი პრინცესის“ გაგრძელებას წარმოადგენს 2019 წელს გამოსული სერიალი „ესპანელი პრინცესა“. იგი მსგავსად „თეთრი დედოფლისა“ და „თეთრი პრინცესისა“, გადაღებულია ფილიპა გრეგორის ნოველებზე დაყრდნობით და მასში მოქმედება ხდება უკვე XVI საუკუნის დასაწყისში. ვინაიდან ინგლისს უკვე მხოლოდ ერთი მემკვიდრე ჰყავს პრინცი არტურის სახით, დედოფალი ისაბელი დანაპირებს ასრულებს და თავის ქალიშვილ კატალინას ინგლისში აგზავნის მასზე დასაქორწინებლად. ეს სერიალი სწორედ კატალინაზეა, თუ როგორც ცდილობს იგი გაუმკლავდეს სირთულეებს და გახდეს ინგლისის დედოფალი[5].
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.