სარკინიგზო სადგური From Wikipedia, the free encyclopedia
თბილისის ცენტრალური სადგური ან თბილისი ცენტრალი — თბილისის ცენტრალური სარკინიგზო სადგური, რომელსაც სავაჭრო ცენტრი ემიჯნება. პირველი ცენტრალური სადგური თბილისში 1872 წელს აშენდა, საიდანაც მატარებლები შავი ზღვის პორტის – ფოთის, მიმართულებით მოძრაობდნენ. 1940 წელს ნაგებობა დაანგრიეს და მის ადგილზე ააშენეს ახალი, სტალინისტური არქიტექტურის სტილში. 1980-იან წლებში ნაგებობა კვლავ დაინგრა და აშენდა ახალი, ამჯერად ბრუტალისტური არქიტექტურის სტილში. 1992 წელს არქიტექტორებმა ბაირამაშვილმა, ყავლაშვილმა, გ. შავდიამ და ჯიბლაძემ თავიანთი ნამუშევრისათვის სახელმწიფო ჯილდო მიიღეს. 2010 წელს სადგური გარდაიქმნა და არის როგორც სარკინიგზო, ასევე სავაჭრო ცენტრი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.