თარგი:დღის სტატია:09-25
From Wikipedia, the free encyclopedia
სტამფორდ-ბრიჯის ბრძოლა (ძვ. ინგლ. Stængfordesbrycge; ინგლ. Stamford Bridge) — სკანდინავიელი ვიკინგების ინგლისში ორასწლიანი ბატონობის უკანასკნელი ბრძოლა. გაიმართა 1066 წლის 25 სექტემბერს სტამფორდ-ბრიჯში. ნორვეგიის არმია, რომელსაც მეფე ჰარალდ III სარდლობდა გაანადგურა ანგლოსაქსების არმიამ ჰაროლდ გოდვინსონის მეთაურობით. ბრძოლაში მეფე ჰარალდი მოკლეს და ნორვეგიელების მცდელობა დაეპყროთ ინგლისი, კრახით დასრულდა.
![სტამფორდ-ბრიჯის ბრძოლა](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/3/38/Stamford_by_Peter_Nicolai_Arbo.jpg/640px-Stamford_by_Peter_Nicolai_Arbo.jpg)