თარგი:დღის სტატია:05-13
From Wikipedia, the free encyclopedia
ოქროს კანონი — კანონი, რომლის ძალითაც ბრაზილიაში 1888 წელს გაუქმდა მონობა. იგი შეიცავდა სულ ორ მუხლს:
- ბრაზილიაში მონობა გაუქმდა.
- ნებისმიერი კანონი, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის პირველ პუნქტთან, უქმდება.
![ოქროს კანონი](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/f/fd/Lei_%C3%81urea.jpg/640px-Lei_%C3%81urea.jpg)
კანონი შეიმუშავა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ანტონიუ და სილვა პრადუმ და ხელი მოაწერა პრინცესა იზაბელამ, რომელიც მამამისის პედრუ II-ის ევროპაში მოგზაურობის პერიოდში იმპერატორის ფუნქციებს ასრულებდა. კანონს ხელი 13 მაისს მოაწერეს, რომელიც განგებ დაამთხვიეს პრინცესას ბაბუის ჟუან VI-ის (ბრაზილიის პირველი იმპერატორის მამა) დაბადების დღეს.