From Wikipedia, the free encyclopedia
თათაბო (Atriplex) — მცენარეთა გვარი ჯიჯლაყასებრთა ოჯახისა. ერთწლოვანი ან მრავალწლოვანი ბალახები, ბუჩქბალახები ან ბუჩქებია. ფოთლები და ღერო დაფარულია ფქვილოვანი ნაფიფქით. ყვავილები თავმოყრილია თავთავისებრ ან საგველასებრ ყვავილედებში.
200-მდე სახეობა გავრცელებულია ზომიერ და სუბტროპიკულ სარტყელში. საქართველოში იზრდება 8 სახეობა. ბიცობიანი უდაბნოებისა და ნახევრად უდაბნოების მცენარეებია. მინდვრებზე, ბაღებსა და ბოსტნებში გვხვდება სარეველადაც.
რამდენიმე სახეობის ნორჩ ფოთლებსა და ღეროს მხალად ხმარობენ, ზოგი კარგი საკვები ბალახია აქლემის, ცხვრისა და ძროხისათვის. ზოგიერთს აშენებენ დეკორატიულ მცენარედ.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.