From Wikipedia, the free encyclopedia
ზურაბ ალექსანდრეს ძე საკანდელიძე (დ. 9 აგვისტო, 1945, ქუთაისი, საქართველოს სსრ — გ. 25 იანვარი, 2004, თბილისი, საქართველო) — ქართველი და საბჭოთა კალათბურთელი და კალათბურთის მწვრთნელი. იცავდა თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების ღირსებას.[1][2]
ზურაბ საკანდელიძე | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
პირადი ინფორმაცია | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დაიბადა |
9 აგვისტო, 1945 ქუთაისი, საქართველოს სსრ, სსრ კავშირი | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ეროვნება | ქართველი | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
გარდაიცვალა |
25 იანვარი, 2004 (58 წლის) თბილისი, საქართველო | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სიმაღლე | 186 სმ | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
წონა | 81 კგ | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
კარიერა | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
პროფესიონალური კარიერა | 1963–1974 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ლიგა | სსრ კავშირის ჩემპიონატი | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
კარიერის ისტორია | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
1963–1974 | დინამო თბილისი | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მედლები
|
ქართველი კალათბურთელებიდან ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულს მხოლოდ ზურაბ საკანდელიძე და მიხეილ ქორქია ფლობენ. 1967 წელს, ჰელსინკში (ფინეთი) გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ზურაბ საკანდელიძე საუკეთესო მცველად აღიარეს და ტურნირის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს. 1979–1983 წლებში საკალათბურთო კლუბ თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი იყო.
2006 წლიდან საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ყოველწლიურად ატარებს ოლიმპიური ჩემპიონების — ზურაბ საკანდელიძის და მიხეილ ქორქიას სახელობის ტურნირს.
2011 წელს, სერიაში „ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები“ (პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი ელგუჯა ბერიშვილი) გამოიცა დავით ჭელიძის წიგნი „ზურაბ საკანდელიძე“. გამოიცა ზურაბ ჯავახაძის წიგნი „ოქროზე ძვირფასი ზურაბ საკანდელიძე — ოლიმპიური სინჯის ოქროს მედალოსანი“ და მოეწყო ფოტოგამოფენა.
2017 წელს გადაღებულ რუსულ მხატვრულ ფილმში „მოძრაობა ზემოთ“, რომელიც სსრ კავშირის ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მიერ მიუნხენის ოლიმპიადაზე გამარჯვებას ეძღვნება, ზურაბ საკანდელიძის როლი ირაკლი მიქავამ შეასრულა.[3][4]
თბილისში, ბაგებში მდებარე ერთ-ერთ ქუჩას ზურაბ საკანდელიძის სახელი მიენიჭა.
2015 წლის 14 ოქტომბერს ქუთაისის მერიისა და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ერთობლივი ძალისხმევით ქუთაისის სპორტის მუზეუმში ზურაბ საკანდელიძის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება გაიმართა. საიუბილეო ღონისძიების დასასრულს ქუთაისის ოლიმპიურ სკვერში ზურაბ საკანდელიძის ბიუსტი (მოქანდაკე მიხეილ გვასალია) გაიხსნა.[5][6]
უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი · საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი · ბიოგრაფიული ლექსიკონი |
ციფრული ფოტომატიანე „ივერიელი“ |
ზურაბ საკანდელიძე — 70 |
სპორტული გაზეთი „ლელო“ |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.