სლოვაკი პოლიტიკოსი From Wikipedia, the free encyclopedia
ზუზანა ჩაპუტოვა (სლოვაკ. Zuzana Čaputová; დ. 21 ივნისი, 1973, ბრატისლავა, ჩეხოსლოვაკია) — სლოვაკი პოლიტიკოსი, ადვოკატი და აქტივისტი. სლოვაკეთის პრეზიდენტი 2019 წლის 15 ივნისიდან. იგი არის არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიის პროგრესული სლოვაკეთის დამფუძნებელი წევრი[1] და თავმჯდომარის მოადგილე[2].
ზუზანა ჩაპუტოვა | |
სლოვაკეთის პრეზიდენტი | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 15 ივნისი, 2019 |
წინამორბედი | ანდრეი კისკა |
დაბადებული | 21 ივნისი, 1973 ბრატისლავა, ჩეხოსლოვაკია |
პოლიტიკური პარტია | პროგრესული სლოვაკეთი |
შვილები | 2 |
განათლება | კომენსკის უნივერსიტეტი |
ზუზანა ჩაპუტოვა მონაწილეობდა სლოვაკეთის 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში[3] და პირველ ტურში 40,57 %-ით დაიკავა პირველი ადგილი[4]. მეორე ტურში მიიღო ხმების 58,40 % და გახდა ქვეყნის ისტორიაში პირველი პრეზიდენტი ქალი[5], რომელიც თანამდებობას დაიკავებს 2019 წლის 15 ივნისს[6].
1991 წელს სწავლა დაიწყო ბრატისლავაში მდებარე კომენსკის სახელობის უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1996 წელს. სწავლის დასრულების შემდეგ იგი მუშაობდა ქალაქ პეზინოკის ადგილობრივ თვითმმართველობაში, ჯერ იურიდიულ განყოფილებაში ასისტენტად, შემდეგ კი ქალაქის მერის მოადგილედ.
2001-2017 წლებში მუშაობდა ერთ-ერთ სამოქალაქო ორგანიზაციაში, ხოლო 2010 წლიდან იყო ამავე ორგანიზაციის იურისტი.
2017 წელს დააარსა პოლიტიკური პარტია პროგრესული სლოვაკეთი და 2018 წლის იანვარში პირველივე კონგრესზე აირჩიეს პარტიის ვიცე-ხელმძღვანელად.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.