![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/e6/Relief_locator_Map_of_Georgia.svg/langka-640px-Relief_locator_Map_of_Georgia.svg.png&w=640&q=50)
ზოტიმერია
From Wikipedia, the free encyclopedia
ზოტიმერია, ზოტისმთა[1] — მთა საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხულოს მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს მესხეთის ქედზე, მდინარეების გუბაზეულისა და ქვაბლიანის სათავეებში. სიმაღლე ზღვის დონიდან 2676 მ. აგებულია შუაეოცენური ანდეზიტებით, მათი ტუფებითა და ტუფ-ბრექჩიებით. კალთები დამრეცია და ემჩნევა მეოთხეული გამყინვარების კვალი. ზოტიმერია შემოსილია სუბალპური და ალპური მდელოებით.
სწრაფი ფაქტები ზოტიმერია ...
ზოტიმერია | |
---|---|
კოორდინატები: 41°48′17″ ჩ. გ. 42°24′49″ ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | ხულოს მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2676 მ |
ქედი | მესხეთის ქედი |
ამგებელი ქანები | ანდეზიტი, მისი ტუფი და ტუფ-ბრექჩია |
დახურვა