From Wikipedia, the free encyclopedia
ზინაიდა გრეჩანი (მოლდ. Zinaida Greceanîi; დ. 7 თებერვალი, 1956[1]) — მოლდოველი პოლიტიკოსი, მოლდოვის რესპუბლიკის კომუნისტების პარტიის წევრი.[2] პრემიერ-მინისტრი 2008-2009 წლებში.[1][3] 2019 წლიდან მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარე.
ზინაიდა გრეჩანი | |
მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარე | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 8 ივნისი, 2019 |
პრეზიდენტი | იგორ დოდონი |
წინამორბედი | ადრიან კანდუ |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
31 მარტი, 2008 – 14 სექტემბერი, 2009 | |
პრეზიდენტი | ვლადიმირ ვორონინი მიხაი გიმპუ |
წინამორბედი | ვასილი ტარლევი |
მემკვიდრე | ვიტალი პირლოგი |
დაბადებული | 7 თებერვალი, 1956 მეტალისტი, ტომსკის ოლქი, რსფსრ, სსრკ |
პოლიტიკური პარტია | მოლდოვის რესპუბლიკის სოციალისტების პარტია |
განათლება | კიშინიოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
პროფესია | ეკონომისტი |
საქმიანობა | პოლიტიკოსი |
ზინაიდა გრეჩანი დაიბადა 1956 წლის 7 თებერვალს ტომსკის ოლქში. მისი მშობლები ცხოვრობდნენ ბრიჩანის რაიონში, მაგრამ კომუნისტური რეჟიმის მსხვერპლნი აღმოჩნდნენ და გადაასახლეს ტომსკის ოლქის ბანაკში. დაამთავრა კიშინიოვის საფინანსო-ეკონომიური კოლეჯი და კიშინიოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეკონომისტის სპეციალობით. კოლეჯის დამთავრების შემდეგ, 1974 წლიდან 1991 წლამდე მუშაობდა მთავარ ბუღალტრად, უფროს ინსპექტორ-რევიზორად ბრიჩანის რაიონის ფინანსურ განყოფილებაში. მსგავს თანამდებობებზე მუშაობდა 2000 წლამდე. 2000-2002 წწ. ზინაიდა გრეჩანი გახდა ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ხოლო 2002 წლის 26 თებერვლიდან ფინანსთა მინისტრია. 2005 წლის 10 ოქტომბრიდან კი პირველი ვიცე-პრემიერია. 2008 წლის 21 მარტს მოლდოვის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით დაინიშნა პრემიერ-მინისტრად. 2009 წლის 13 მაისს მოლდოვის კომუნისტურმა პარტიამ ზინაიდა გრეჩანი დაასახელა პრეზიდენტის თანამდებობაზე მთავარ კანდიდატად.
გათხოვილია. ჰყავს ორი შვილი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.