![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/e6/Relief_locator_Map_of_Georgia.svg/langka-640px-Relief_locator_Map_of_Georgia.svg.png&w=640&q=50)
ზესხოს უღელტეხილი
უღელტეხილი საქართველოსა და რუსეთის საზღვარზე, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში და ყაბ / From Wikipedia, the free encyclopedia
ზესხოს უღელტეხილი — უღელტეხილი საქართველოსა და რუსეთის (ყაბარდო-ბალყარეთი) საზღვარზე, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ლენტეხის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ზესხოს ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 2562 მ. ზესხოზე გამავალი სასაპალნე გზა აკავშირებს ცხენისწყლისა და ზესხოს (ცხენისწყლის მარჯვენა შენაკადი) ზემო დინებათა ხეობებს. ზესხოს მიდამოები აგებულია ქვედაიურული თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. შემოსილია სუბალპური და ალპური მდელოებით.
![]() |
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ზესხო (მრავალმნიშვნელოვანი). |
სწრაფი ფაქტები ზესხოს უღელტეხილი ...
ზესხოს უღელტეხილი | |
---|---|
კოორდინატები: 42°55′32″ ჩ. გ. 43°14′09″ ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() ![]() |
ტერიტორიული ერთეული | რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე ყაბარდო-ბალყარეთი |
სიმაღლე | 2562 მ |
ქედი | ზესხოს ქედი |
ამგებელი ქანები | თიხაფიქალი და ქვიშაქვა |
დახურვა