ზენობია (პალმირა)
პალმირის იმპერიის მმართველი III საუკუნეში / From Wikipedia, the free encyclopedia
ზენობია (პალმირულ დიალექტზე: (Btzby), გამოითქმის, როგორც Bat-Zabbai; დ. 240 – გ. 274) — პალმირის იმპერიის მმართველი III საუკუნეში. მისი წარმომავლობის შესახებ უამრავი ლეგენდა არსებობს. დაიბადა კეთილშობილი პალმირელთა ოჯახში. დაქორწინდა ქალაქის მმართველ ოდაენატუსზე. მისი ქმარი, 260 წელს, მეფე (მალიქი) გახდა, რომელმაც სასანიანების დამარცხებისა და რომის აღმოსავლეთში სიტუაციის დასტაბილიზების შემდეგ, პალმირა ახლო აღმოსავლეთის უძლიერეს ქალაქად აქცია. ოდაენტუსის მკვლელობის შემდეგ, ზენობია ვაჟის, ვაბალატუსის რეგენტი გახდა და მისი მმართველობის დროს დე ფაქტო ძალაუფლებას ფლობდა.
270 წელს, ზენობიამ რომის აღმოსავლეთის პროვინციების დიდ ნაწილში შეიჭრა, რაც საბოლოოდ ეგვიპტის ანექსიით დასრულდა. 271 წლის შუახანებისთვის, ზენობიას იმპერია ანკარიდან, ცენტრალური ანატოლიასა და სამხრეთით ეგვიპტემდე გადაიჭიმა, თუმცა ფორმალურად მაინც რომისადმი დაქვემდებარებულად ითვლებოდა. მიუხედავად იმპერატორ ადრიანეს 272 წლის კამპანიისა, ზენობიამ ვაჟი იმპერატორად გამოაცხადა და თვითონაც, იმპერატორობა საკუთარ თავზე აიღო (პალმირა რომს ოფიციალურად გამოეყო). მძიმე ბრძოლების შემდეგ, რომაელებმა გაიმარჯვეს. დედოფალი, დედაქალაქში ალყაში მოაქციეს, შემდეგ კი ავრელიანემ ტყვედ ჩაიგდო, რომელმაც დედოფალი რომში გააძევა, სადაც ზენობიამ სიცოცხლის დარჩენი ნაწილი გაატარა.
ზენობიას კარგი განათლება ჰქონდა მიღებულ და თავის სახელმწიფოში ინტელექტუალებისთვის, მეცნიერებისთვის, მკვლევრებისა და ფილოსოფოსებისთვის შესაფერისი გარემოს შექმნას ხელს უწყობდა. დედოფალი რელიგიური უმცირესობებისადმი ტოლერანტულად იყო განწყობილი. მიუხედავად მულტიკულტურული და მულტიეთნიკური იმპერიისა, დედოფალს ირგვლივ სტაბილური ადმინისტრაცია ჰყავდა. ზენობია, 274 წლის შემდეგ გარდაიცვალა. შემდეგში მისი ბედის შესახებ უამრავი მითი შეიქმნა. მისი აღზევება და დაცემა უამრავი ისტორიკოსის, ხელოვანისა თუ მწერლისთვის შთაგონების წყარო გამხდარა. ის სირიის ეროვნული გმირია.